მიხაელ ვაიკათი
მიხაელ ინგო იოახიმ ვაიკათი (გერმ. Michael Ingo Joachim Weikath; დ. 7 აგვისტო, 1962, ჰამბურგი, გფრ) — გერმანელი პაუერ და სპიდ მეტალ მუსიკოსი, ჯგუფ Helloween-ის გიტარისტი.
მიხაელ ვაიკათი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მიხაელ ინგო იოახიმ ვაიკატი |
დაბ. თარიღი |
7 აგვისტო, 1962 ჰამბურგი, გფრ |
დაბ. ადგილი | ჰამბურგი |
ჟანრ(ებ)ი |
პაუერ მეტალი, მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი |
საქმიანობა | გიტარისტი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, კლავიშები, ვოკალი |
აქტიური | 1978—დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხაელ ვაიკათი დაიბადა ქალაქ ჰამბურგში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იგი, მარკუს გროსკოპფთან ერთად, ჯგუფის Helloween-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელიც დღესაც ამ ჯგუფში მოღვაწეობს.
პირველი ჯგუფი, რომელშიც ვაიკათმა მოღვაწეობა დაიწყო, 1978 წელს ჩამოყალიბებული Powerfool იყო. 1981-1982 წლებში უკრავდა სხვა ჯგუფებშიც, მაგ.: SAS tape. 1997 წელს დაუკრა ენდი დერისის სოლო პროექტში Come in from the Rain. სტუმრად დაუკრა ჯგუფ შამანის 2003 წლის ალბომში Ritualive და ჯგუფის Dezperadoz ალბომში The Legend and the Truth.
მუსიკალური სტილი
რედაქტირებავაიკათის დაკვრის სტილზე გავლენა იქონიეს, როგორც თავად მიუთითებს, შემდეგმა ჯგუფებმა: Deep Purple, Scorpions, Van Halen, Led Zeppelin, Sex Pistols და Wishbone Ash. ჩვეულებრივ, იგი უკრავს Gibson-ის ფირმის გიტარებზე.[2]
დისკოგრაფია
რედაქტირებაHelloween-თან ერთად
რედაქტირება- Helloween (1985)
- Walls of Jericho (1985)
- Keeper of the Seven Keys Part 1 (1987)
- Keeper of the Seven Keys Part 2 (1988)
- Pink Bubbles Go Ape (1991)
- Chameleon (1993)
- Master of the Rings (1994)
- The Time Of The Oath (1996)
- Better Than Raw (1998)
- Metal Jukebox (1999)
- The Dark Ride (2000)
- Rabbit Don't Come Easy (2003)
- Keeper Of The Seven Keys - The Legacy (2005)
- Gambling with the Devil (2007)
- Unarmed - Best of 25th Anniversary (2010)
- 7 Sinners (2010)
- Straight Out of Hell (2013)
სტუმრად
რედაქტირება- 2003: Ritualive
- 2006: The Legend and the Truth
- 1997: Come in from the Rain
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Helloween Better than Ever. Chaotic Critiques (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-17. ციტირების თარიღი: 2012-02-19.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Michael Weikath. Metal-Archives.com. ციტირების თარიღი: 2012-02-19.
- ↑ Michael Weikath. Helloween.org. ციტირების თარიღი: 2012-02-19.