ჰამბურგის მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ჰამბურგის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: გერმანია გერმანია
ქალაქი ჰამბურგი
გახსნის თარიღი 1912 წ.-ის თებერვალი
ხაზის სიგრძე 106,4 კმ.
სადგურთა რაოდენობა 93
ხაზთა რაოდენობა 4
მგზავრები დღეში 664,380 (2017)
მგზავრები წელიწადში 242.5 მლნ. [1].
ხაზების სქემა

ჰამბურგის მეტროპოლიტენი (გერმ. Hamburger U-Bahn) — გერმანიის ქალაქ ჰამბურგში არსებული მიწისქვეშა ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ბერლინის მეტროპოლიტენის მსგავსად გვირაბებსა და ესტაკადებზე გადის. ჰამბურგის მეტრო 1912 წელს გაიხსნა; ოთხივე ხაზის საერთო სიგრძე 106,4 კმ-ია. 2017 წელს 242.5 მლნ მგზავრი იქნა გადაყვანილი. ჰამბურგის მეტროპოლიტენი იმით გამოირჩევა, რომ ხაზების დიდი ნაწილი მიწაზე და ესტაკადებზე გადის და, ძირითადად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს ემსახურება.

ქსელი სტანდარტულ ევროპულ ლიანდაგს იყენებს, რომელსაც 750 ვოლტის ძაბვის დენი მესამე რელსიდან მიეწოდება.

 
მეტროსადგურ Beimoor-ის ნარჩენები

ხაზების ქსელი ქალაქის ცენტრში იწყება და ჩრდილოეთის მიმართულებით გრძელდება. ოთხ ხაზზე 93 სადგურია განლაგებული. ყველაზე გრძელი ხაზი U1-ია, რომლის სიგრძე 55.4 კმ-ია. ყველაზე მოკლე ხაზი U4-ია სიგრძით 13.3 კმ. მატარებლები 5-დან 10 წუთამდე ინტერვალებით დადის, პიკის საათში ინტერვალი დაახლოებით 2½ წუთია. ადრე დილით და გვიან საღამოს, ასევე ხაზების ზოგიერთ შიდა მონაკვეთებზე, მატარებლები 20 წუთში ერთხელ მოძრაობს.

 
სადგური Hauptbahnhof Nord

დღეისათვის ქსელი შედგება U1, U2, U3 და U4 ხაზებისგან, ამასთან, U1 ორ განსხვავებულ განშტოებას ემსახურება. ხაზი U4 2011 წელს ამოქმედდა და Hafencity დააკავშირა Jungfernstieg-თან.

ხაზი მონაკვეთი ექსპლუატაციაში შეყვანა სადგურები
U1 Norderstedt Mitte ↔ Ohlstedt / Großhansdorf 1914-დან 1996-მდე 41 / 44
U2 Niendorf Nord ↔ Mümmelmannsberg 1912-დან 1991-მდე 24
U3 Barmbek ↔ Wandsbek-Gartenstadt 1912-დან 1990-მდე 27
U4 Elbbrücken – Jungfernstieg – Hauptbahnhof Nord – Billstedt 2012-დან 2018-მდე 11

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2017 წ.-ის მონაცემებით