ინგა მამუჩიშვილი
ინგა მამუჩიშვილი (დ. 17 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).
ინგა მამუჩიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1962 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ბიგრაფია
რედაქტირება1988 წელს დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1991 წელს — კრწანისის რაიონის მთავარი პედიატრი. 1991 წელს (3 თვე) — არაბეთის გაერთიანებული ემირატები — წითელი ჯვრის კლინიკა — ექიმი-პედიატრი. 1992-1995 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი და ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი-პედიატრი. 1996-2004 წლებში – ამავე კათედრის ასისტენტი. 2004-2006 წლებში — დოცენტი. 2004-2011 წლებში — ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი. 2004-2011 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი, დიდი საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი. 2011-2019 წლებში — „სეუ“-ს პროფესორი და კლინიკა სეუ-ს ექიმი-პედიატრი. 2011-2015 წლებში — მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. 2015-2017 წლებში — კლინიკა „Medical House“, ექიმი პედიატრი. 2017 წლიდან — “მზიურიმედი”, ექიმი- პედიატრი. 2019 წლიდან — კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“-ის პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში. 72 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2016 წელს მიენიჭა „წლის საუკეთესო პედიატრის“ წოდება.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში“, დაიცვა 1995 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ნეიროჰუმორული და ენერგოუზრუნველყოფის სისტემების ურთიერთკავშირის სტრესინდუცირებული დარღვევები მოზარდებში“, დაიცვა 2006 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პედიატრია: სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და ინ-ტების სპეც. სტუდ. თბილისი, მედეა, 2001, გვ. 336
- სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში, თბილისი, 2000, გვ. 15
- გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში: დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტ მედიკოსებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის, თბილისი, საქართველო, 1997, გვ. 256
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 183
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 349