იმპრესოს კულტურა
იმპრესოს კულტურა — ნეოლითის ეპოქის დეკორატიული სტილი. რამდენიმე არქეოლოგი ამ კულტურას მოიხსენიებს „ტვიფრული (კარდიალური) კერემიკის“ სახელით.
კულტურა გავრცელებული იყო ადრიატიკის ზღვიდან პორტუგალიისა და მაროკოს სანაპიროებამდე.
ამჟამად კერამიკის კულტურის წარმოშობის პერიოდი სადავოა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს ბიბლოსიდან (ლიბანი) და თარიღდება ძვ. წ. IX ათასწლეულით. იმპრესოს კულტურის პირველი ცნობილი ნიმუში აღმოჩენილია არიატიკის სანაპიროზე და მიეკუთვნება ძვ. წ. VI ათასწლეულის დასაწყისს. აღნიშნული კულტურის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და ნეოლითის ტექნოლოგიებიდან მხოლოდ კერამიკას ცნობდნენ.