ილ-დე-პენი (ფრანგ. Île des Pins, კანაკის ენა — Kunyié) — კუნძული წყნარ ოკეანეში, გრანდ-ტერის კუნძულის შორიახლოს და სამხრეთით. შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად შედის სამხრეთი პროვინციის ილ-დე-პენის კომუნის შემადგენლობაში.

ილ-დე-პენი
მშობ. სახელი: ფრანგ. Île des Pins
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 22°37′ ს. გ. 167°29′ ა. გ. / 22.617° ს. გ. 167.483° ა. გ. / -22.617; 167.483
ფართობი 152,3 კმ²
სიგრძე 15 კმ
სიგანე 13 კმ
უმაღლესი წერტილი 262 მ
პიკი ნგა
ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
პროვინცია სამხრეთი პროვინცია
კომუნა ილ-დე-პენი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1969 (2009)
სიმჭიდროვე 7,147 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები 12,928

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულის ფართობი შეადგენს 152,3 კმ²-ს. სიგრძე — 15 კმ, სიგანე — 13 კმ-ს. ილ-დე-პენის კუნძული მდებარეობს კუნძულ გრანდ-ტერიდან სამხრეთით და დაახლოებით 100 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ნუმეადან. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 262 მეტრზე — პიკი ნგა.

სანაპირო წყლებში დაცურავს დიდი რაოდენობით ტროპიკული თევზი.

კლიმატი ტროპიკულია. ყველაზე თბილი თვეები — ნოემბერი—მარტი (ტემპერატურა მერყეობს 22-დან 31 °C-მდე)[1]. დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ხშირად ხდება ქარიშხლები.

კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა მისი მეორე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. ზღვაოსანმა მას დაარქვა ფიჭვების კუნძული (ინგლ. Isle of Pines) ადგილობრივი ხის — ლათ. Araucaria columnaris-ს პატივსაცემად. 1840-იან წლებში კუნძულზე გამოჩნდნენ პროტესტანტი და კათოლიკე მისიონერები, ასევე სანტალით (ლათ. Santalum) მოვაჭრეები. 1853 წელს საფრანგეთი დაეუფლა კუნძულს, ხოლო 1872 წელს კუნძული ილ-დე-პენი გახდა საფრანგეთის გამოსასწორებელი კოლონია[2].

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 1969 ადამიანი, ამასთან მოსახლეობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 95 %) შეადგენდა კუნძულის მკვიდრ მაცხოვრებლებს — კანაკებს. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ვაო, რომელშიც არის სკოლა, ეკლესია, საავადმყოფო, მაღაზია, ფოსტა. კუნძულზე ოფიციალური ენაა — ფრანგული, თუმცა კუნძულელებს აქვთ საკუთარი ადგილობრივი ენა[3].

ტრადიციულად კუნძულის მოსახლეობა იყოფა რვა ტომად: გაჯი (Gadji), უაპანი (Wapan), ტუეტე (Touete), უატჩია (Ouatchia), იუვატუ (Youwaty), ვაო (Vao), კომანია (Comagna), კერე (Kere)[3]. თითოეულ ტომს ჰყავს საკუთარი ბელადი, რომელიც ემორჩილება მთელი კუნძულის უმაღლეს ბელადს[3].

ეკონომიკა

რედაქტირება

მოქმედებს აეროპორტი. კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი, მათ შორის, დაივინგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება