ილია ლევანის ძე ჯანდიერი (დ. 15 (27) ნოემბერი, 1880, ვაჩნაძიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 1937) — ქართველი ზოოტექნიკოსი, ქართული ზოოტექნიკური მეცნიერების ფუძემდებელი, პროფესორი (1917 წ). ლევან ჯანდიერის შვილი.

1906 წელს დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1911—13 წლებში სამეცნიერო მივლინებით იყო გერმანიასა და ნიდერლანდებში. 1914—17 წლებში პეტროგრადის აგრონომიული ინსტიტუტის ზოგადი ზოოტექნიკის კათედრის გამგე. შემდეგ ამავე ინსტიტუტის პრორექტორი (1917-19 წწ) და რექტორი (1919-1922 წწ). 1925 წლიდან თსუ-ის პროფესორი. 1927 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს ცენტრალური ზოოტექნიკური სადგური, რომელიც 1931 წელს გადაკეთდა ამიერკავკასიის, ხოლო შემდეგ (1938 წ) საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად, რომლის დირექტორად დაინიშნა ილია ჯანდიერი. 1930 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კვების კათედრის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება საქართველოს ყველა ზონის ბალახების ყუათიანობას, ცხვრის დუმის ბიოლოგიურ მნიშვნელობა წყურვილისა და შიმშილის დროს, მეცხოველეობის პროდუქტის გადამუშავებას და სხვ. ჯანდიერის ინიციატივით შეიმუშავეს რძისა და ყველის ქარხნების განლაგებისა და ტიპების პროექტები. ექსპედიციური და სტაციონარული გამოკვლევებით ი. ჯანდიერმა დაადგინა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი, მათი პოტენცია. რეპრესირებული; 1957 წელს ი. ჯანდიერი რეაბილიტირებული იქნა როგორც სრულიად უდანაშულო.

ლიტერატურა

რედაქტირება