ილია ჭყონია
ილია მირიანის ძე ჭყონია (დ. 16 ივნისი, 1860, ოზურგეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1927, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
ილია ჭყონია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ივნისი, 1860 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1927 (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.მუშაობდა ოზურგეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად. 1877 წელიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს. 1880 წელს გამოსცა „სამწერლო თაიგული“. 1895-1898 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „მეურნე“ (იქვე დააარსა ქართული სტამბა სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა). 1886 წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“. მან ქართულ ენაზე აამეტყველა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის ნაწარმოებები. 1907 წელს „სიმართლის გზა“; 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა „სიტყვის კონა“, რომელიც წინასიტყვაობა დაურთო ნიკო მარმა. 1913 წელს გამოსცა თხზულებათა კრებული.
ქართულ ენაზე თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, ჰაინეს, სენკევიჩის, კრილოვის და სხვათა ნაწარმოებები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- შუღლიაშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 409.
- ბაბუნაშვილი ზ. ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 413, თბ., 1994