ილია ჭავჭავაძის მწვერვალი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ხდისა და არმხის წყალგამყოფის — შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3800 მ. 1938 წელს მდინარე ხდის ხეობიდან მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მას ილია ჭავჭავაძის სახელი უწოდა.
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3800 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავრიშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 233.