ილია ელოშვილი
ილია ელოშვილი (დ. 19 მაისი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 ივნისი, 2022, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 26 ნოემბრამდე და 2017 წლის 14 ივლისიდან 14 დეკემბრამდე.
ილია ელოშვილი | |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2017 – 14 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | კახა კალაძე |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 სექტემბერი, 2016 – 26 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | კახა კალაძე |
მემკვიდრე | კახა კალაძე |
დაბადებული | 19 მაისი, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 1 ივნისი, 2022 (47 წლის) თბილისი, საქართველო |
შვილები | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაილია ელოშვილმა 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საერთაშორისო ბიზნესის სამართალი), 2005 წელს უტრეხტის პროფესიული განათლების უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი). 2010 წელს მონაწილეობა მიიღო FIDIC –ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამაში (დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაცია, ლუქსემბურგი). 2011 წელს აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება- 2000–2003 — შპს „ოსტორ - ნიდერლანდები“, კონსულტანტი.
- 2003 – 2004 — შპს „გორგასალი“, კომერციული მენეჯერი.
- 2004–2005 — „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting roup“- ი, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი.
- 2005–2006 — „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი.
- 2006–2007 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი.
- 2007 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
- 2007–2008 — შპს „ვისოლ პეტროლიუმი“, გენერალური დირექტორის მოადგილე.
- 2008 — შპს „ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია“, გენერალური დირექტორი.
- 2008–2010 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
- 2010–2011 — შპს „ნიუ ენერჯი“, ტექნიკური დირექტორი.
- 2011–2012 — ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე.
ენერგეტიკის სამინისტრო
რედაქტირება2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ. მას შემდეგ, რაც 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კახა კალაძე გადადგა, დაიკავა მინისტრის თამადებობა, არჩევნების შემდეგ კი კვლავ მინისტრის მოადგილე გახდა. მეორეჯერ მინისტრის პოსტი 2017 წლის 12 ივლისს დაიკავა - მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ მინისტრის პოსტი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. 2017 წლის დეკემბერში მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
თბილისის მერია
რედაქტირება2017 წლის დეკემბერში ელოშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილედ დაინიშნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ილია ელოშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაარქივებული 2021-11-30 საიტზე Wayback Machine.