ილარიონ ჩავლეიშვილი
ილარიონ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 1938) — ქართველი სახალხო მომღერალი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ილარიონ ჩავლეიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ილარიონ გიორგის ძე ჩავლეიშვილი |
დაბ. თარიღი | 1857 |
დაბ. ადგილი | ოქროსქედი |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1938 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩავლეიშვილმა კარგი განათლება მიიღო. იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“ და „თამარიანი“. კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ.
ბიძაშვილთან, სამუელ ჩავლეიშვილთან ერთად შეისწავლა სიმღერა ჯერ თავად მაქსიმეიშვილთან, შემდეგ დათა გუგუნავასთან. იყო ბანის უბადლო შემსრულებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ერქომაიშვილი ა., „ბაბუა“, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1980. — გვ. 85-87.