იკონიის ბრძოლა (1190)
იკონიის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი | |||
იკონიუმის ბრძოლა | |||
თარიღი | 18 მაისი, 1190 | ||
მდებარეობა | კონია | ||
შედეგი | ჯვაროსნების გადამწყვეტი გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
იკონიის ბრძოლა — მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ბრძოლა ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის, ჯვაროსნებს მეთაურობდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, ხოლო სელჩუკთა ჯარს ქილიჩ-არსლან II. გაიმართა 1190 წლის 18 მაისს.
ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმის ალყის დროს განცდილი კატასტროფის შემდეგ სალადინმა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს ბევრი ტერიტორიები ჩამოართვა. რომის პაპი გრიგოლ VIII მოუწოდებდა მოსახლეობას იერუსალიმის გათავისუფლებისაკენ. მის მოწოდებას ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა. 1189 წელს დაიწყო მზადება ლაშქრობისათვის, მან მოაგროვა 100 000 კაცი, მათ შოის 20 000 რაინდი. მას 2 000 კაცით შეუერთდა უნგრეთის მეფე ბელა III-ის ძმა პრინცი გეზა.
უნგრეთის, სერბეთის, ბულგარეთისა და ბიზანტიის გავლით ფრიდრიხ ბარბაროსას ჯარი ანატოლიაში ჩავიდა. 17 მაისს არმია დაბანაკდა იკონიის გარშემო. 18 მაისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს. სელჩუკების არმია გაიქცა, ქალაქში გერმანელი ჯვაროსნების ძალები შევიდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tyerman, C.(2006):God's war: a new history of the Crusades
- Kenneth M. Setton, Robert Lee Wolff, Harry W. Hazard (1962):A History of the Crusades, Volume II: The Later Crusades, 1189–1311