ითილი
ითილი — ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი VIII-X საუკუნეებში. მდებარეობდა ახლანდელ ასტრახანიის ზემოთ 15 კმ-ზე. ცხოვრობდნენ ხაზარები, თურქები, სლავები, ებრაელები. ქალაქში იყო ხაკანის სასახლე, ტაძრები, სასწავლებლები, აბანოები, ბაზრები. 965 წელს დაანგრია კიევის მთავარმა სვიატოსლავმა.
შუა საუკუნეებში ითილი აგრეთვე ეწოდებოდა მდ. ვოლგას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 103.