ივან რავიჩი
ივან რავიჩი (უკრ. Ivan Andriyovich Ravich; 1677, კიევი — გ. 1762) — იუველირი, უკრაინულ საიუველირო ხელოვნებაში ბაროკოს სტილის დამფუძნებელი.
ივან რავიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1677 კიევი |
გარდაცვალების თარიღი | 1762 |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | იუველირი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაივან რავიჩის მამა გახლდათ კიეველი ვაჭარი, რომელიც მიეკუთვნებოდა კიევის პატრიციატს. მისი წინაპრები, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებიდან წამოსული მართლმადიდებლები, მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გამოექცნენ თურქ მჩაგვრელებს და კიევში დასახლდნენ.
ივან რავიჩი ცხოვრობდა პოდოლში. კარიერა დაიწყო კიევის საკანცელარიო ოფისში ბერძნულ ენაზე წერილების თარგმნით, გარდა ამისა, ფლობდა ლათინურ და გერმანულ ენებს. მოგვიანებით მამამ ივანი ევროპაში გაგზავნა
ოქრომჭედლობის (ოქროს საიუველირო ნაკეთობების დამზადების) შესასწავლად, სადაც იგი დიდხანს და გულმოდგინედ სწავლობდა ევროპელ ოსტატებთან. მათგან გადაიღო საიუველირო ნაკეთობების გაფორმების, ძირითადად ბაროკოს პრინციპები: მცენარეების ორნამენტების, გაშლილი ყვავილების დეკორაციების, კვირტების, ფოთლებისა და ყურძნის მტევნების სახით; ტალღოვანი კარტუშის ჩარჩოები, მწიფე ხილის გირლიანდები; ძველი ბერძნული ხელოვნებიდან ნასესხები უცნაური ფორმის აკანტუსის ფოთლები, და ა.შ. პროდუქტების ფორმის გასახალისებლად და მათთვის საზეიმო განწყობისა და სიკაშკაშის მისაცემად, ოსტატი ფართოდ იყენებდა პატარა ნაკეთობებს, რთული ნაკვეთების გამოსახულებებს, ფერად მოხატულ მედალიონებს.
23 წლის ასაკში ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების ოსტატმა ი. რავიჩმა უკრაინელი ჰეტმანის, ივან მაზეპას შეკვეთით დაამზადა მე-18 საუკუნის ევროპულ თავადაზნაურობაში პოპულარული სამაგიდო ჭურჭელი — მდიდრული ვერცხლის კათხა ჰეტმანის გერბით. ამჟამად ოსტატის ყველაზე ადრეული ნამუშევარი ინახება ჩერნიგოვში. რავიჩი ასევე მუშაობდა ჰეტმან კ. რაზუმოვსკისთან, ამზადებდა ჭურჭელს, სასანთლეებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს მისი კარისთვის. ასევე ასრულებდა მონასტრების, კაზაკების უხუცესების, ასევე რუსი დიდებულების დაკვეთებს.
ივან რავიჩი ხშირად სტუმრობდა ევროპას, სადაც იმაღლებდა კვალიფიკაციას საუკეთესო იუველირებთან, პროგრესული მუშაობის მეთოდების გამოყენებით. იმისათვის, რომ ყოფილიყო უფრო პროდუქტიული, იუველირმა, თავისი ევროპელი კოლეგების მაგალითზე, დაიქირავა ოსტატები, შეგირდები და მთელი წარმოების პროცესი ცალკეულ ოპერაციებად გადაანაწილა. თავისთვის, სახელოსნოს მფლობელმა დატოვა მომხმარებლების მოძიების, მატრიცების, შაბლონების შემუშავების და წარმოების და ყველაზე რთული ოპერაციების განხორციელების ფუნქცია.
შეკვეთების წყალობით, ივან რავიჩის შემოსავალი მნიშვნელოვანად გაიზარდა, ამასთან ერთად ამაღლდა ოსტატის სოციალური სტატუსი. 30 წლის განმავლობაში მსახურობდა ქალაქის მაგისტრატში ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებზე. კიევის ბურგომისტრმა ვ. ტიხონოვიჩმა ივან რავიჩს თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად, რომელიც ქმარზე 30 წლით უმცროსი გახლდათ.
1740 წელს იუველირი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც 1718 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებული ბიბლიოთეკისთვის კიევ-პეჩერის ლავრის სახელით აუგსბურგსა და ნიურნბერგში იყიდა წიგნები.
ივან რავიჩი გარდაიცვალა 1762 წელს. გარდაცვალების შემდეგ მას დიდი ვალები დარჩა.
რავიჩის ნაკეთობებს ორი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა. მისი ადრეული პროდუქცია აღინიშნებოდა წერილობითი ასოებით — "JR", მოგვიანებით — ნაბეჭდი ასოებით — "IR". ივან რავიჩის 50-ზე მეტი ნივთი, სადაც გამოსახულია ოსტატის ინიციალები, დაცულია უკრაინისა და რუსეთის მუზეუმებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Жарких М. І. Равич Іван Андрійович Архівовано 25 листопада 2016 у Wayback Machine. // Енциклопедія історії України : у 10 т. / редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. ; Інститут історії України НАН України. — К. : Наукова думка, 2012. — Т. 9 : Прил — С. — С. 88. — 944 с. : іл. — ISBN 978-966-00-1290-5.(უკრ.)
- Равич Іван. // Українська радянська енциклопедія : у 12 т. / гол. ред. М. П. Бажан ; редкол.: О. К. Антонов та ін. — 2-ге вид. — К. : Головна редакція УРЕ, 1974–1985. (უკრ.)
- Енциклопедія українознавства : Словникова частина : [в 11 т.] / Наукове товариство імені Шевченка ; гол. ред. проф., д-р Володимир Кубійович. — Париж—Нью-Йорк : Молоде життя, 1955—1995. (უკრ.)
- Мистецтво України : Біографічний довідник / упоряд.: А. В. Кудрицький, М. Г. Лабінський ; за ред. А. В. Кудрицького. — К. : «Українська енциклопедія» ім. М. П. Бажана, 1997. — 700 с. — ISBN 5-88500-071-9.(უკრ.)
- Мішнєва О. І. Іван Равич — видатний український золотар доби бароко // Лаврський альманах. — Вип. 3. — К., 2001. — С. 124—130. (უკრ.)
- Петренко М. З. Українське золотарство 16 — 18 ст. — К.: Наукова думка, 1970 р., с. 103—116, 178—180.(უკრ.)
- Боньковська С. Церковний художній метал. В кн.: Історія декоративного мистецтва України. Т. 2. Мистецтво XVII—XVIII ст. К., 2007, с. 166—168. (უკრ.)