სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.

ივანე ალექსის ძე სიხარულიძე (დ. 25 ივნისი, 1896, ჩოხატაური, ოზურგეთის მაზრა — გ. 6 მაისი, 1964, თბილისი) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1958).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა თვალის სნეულებთა საკითხებს: თვალის ფსკერის ცვლილების მნიშვნელობას არტერიული ჰიპერტონიის დიაგნოზისა და პროგნოზისათვის, ექსპერიმენტულ კერატიტს და სხვა. ქართულ ენაზე შეადგინა ოფთალმოლოგიის სახელმძღვანელო (1955). დაჯილდოებულია წითელი დროში,ს საპატიო ნიშნისა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება