იენიჯის ბრძოლა
იენიჯის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ბალკანეთის პირველი ომის ნაწილი | |||
იენიჯის ბრძოლა | |||
თარიღი | 19-20 ოქტომბერი 1912 წელი | ||
მდებარეობა | ქალაქი ჯაინითსა | ||
შედეგი | ბერძენთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
იენიჯის ბრძოლა ვიკისაწყობში |
იენიჯის ბრძოლა (19-20 ოქტომბერი 1912 წელი) — ბერძნებსა და ოსმალებს შორის მთავარი დაპირისპირება, ბალკანეთის პირველი ომის დროს. საბერძნეთს მეთარობდა მეფე კონსტანტინოს I, ხოლო ოსმალეთს გენერალი ჰასან თაჰსინ ფაშა. ბრძოლა დაიწყო მააშინ როდესაც, ბერძნებმა შეუტიეს ოსმალების მიერ გამაგრებულ პოზიციებს იენიჯესთან. ეს იყო სალონიკის დაცვის ბოლო ხაზი.
იენიჯეს მიმდებარე უხეში და ჭაობიანი რელიეფი მნიშვნელოვნად ართულებდა ბერძნული არმიის წინსვლას. 20 ოქტომბრის დილას, ბერძნული მე-9 ევზონის ბატალიონის ქვეითთა იერიშმა გამოიწვია ბერძნული არმიის იმპულსი, რასაც მოჰყვა თურქების დასავლეთ ფლანგის ჩამოშლა. ოსმალების მორალი დაეცა და უმეტესობამ გაქცევით უშველა თავს. ამ გამარჯვებამ ბერძნებს საშუალება მისცა სალონიკი აეღოთ, ეს კი დაეხმარა ბერძნებს დღევანდელი რუკის ჩამოყალიბებაში.
წინაპირობა
რედაქტირება1912 წელს საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი და მონტენეგრო შეუერთდნენ ბალკანეთის ლიგას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ბალკანეთში ახალი ომის შიშით, ოსმალებმა 14 სექტემბერს მოახდინეს შეიარაღებული ძალების მობილიზება და ქვედანაყოფების გადაყვანა თრაკიაში; ბალკანეთის ლიგამ ერთნაირად უპასუხა. 30 სექტემბერს ლიგამ ოსმალეთს წარუდგინა მოთხოვნების სია მისი ქრისტიანული მოსახლეობის უფლებებთან დაკავშირებით. ოსმალეთის იმპერიამ უარყო მოთხოვნები, გაიწვია თავისი ელჩები სოფიაში, ბელგრადსა და ათენში, 4 ოქტომბერს კი გააძევა ბალკანეთის ლიგის მიერ გამოგზავნილი ელჩები. ლიგამ ომი გამოუცხადა ოსმალეთს, მაშინ როცა მონტენეგროს უკვე დაწყებული ჰქონდა სამხედრო მოქმედებები.
თესალიის ბერძნული არმია ოსმალეთის ტერიტორიაზე 5 ოქტომბერს გამთენიისას გადავიდა და სასაზღვრო პუნქტების უმეტესობა მიტოვებული დახვდათ. პირველი დიდი შეტაკებები მოხდა მეორე დღეს, როდესაც 1-ლი და მე-2 ბერძნული დივიზიები თავს დაესხნენ ელასონას, რის შედეგადაც ოსმალებმა უკან დაიხიეს სარანდაპოროსკენ. 9 ოქტომბერს დილის 7 საათზე ბერძენმა ქვეითებმა დაიწყეს შეტევა სარანდაპოროზე. 1-ლი, მე-2 და მე-3 დივიზიები ფრონტალურად უტევდნენ ოსმალეთის მთავარ ხაზს. ამასობაში საკავალერიო ბრიგადამ მე-4 და მე-5 დივიზიების დახმარებით დასავლეთიდან ფლანგური მანევრი მოახდინეს მტრისთვის ზურგში დარტმის მიზნით. კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმმა უღელტეხილის აღმოსავლეთიდან დაიწყო შეტევა. იმის შიშით, რომ მათ კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმმა შეუტია, ოსმალებმა დაიწყეს უკანდახევა საღამოს 7 საათზე, მათი მეორე თავდაცვითი ხაზისკენ ჰანი 739-ში, ღამის საფარქვეშ. მეორე თავდაცვითი ხაზის მიღწევისთანავე ოსმალებმა შეიტყვეს მე-4 დივიზიის მიერ პორტას უღელტეხილის დაკავების შესახებ, მათ რიგებში პანიკა გავრცელდა და ბევრმა ჯარისკაცმა გაქცევა დაიწყო და მიატოვა აღჭურვილობა. 10 ოქტომბრის დილას, მე-4 დივიზიამ რაჰოვოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე იერიში მიიტანა, რამაც გააოცა ოსმალეთის ქვეითები და არტილერისტები, რომლებიც არაორგანიზებულ უკან დახევას ანხორციელებდნენ.
4 საათზე, 4 დივიზია სერვიასკენ დაიძრა, ბერძნული კავალერია კი კოზანში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა. 13 ოქტომბერს ბერძნულმა არმიამ თავისი გენერალური შტაბი კოზანში გადაიტანა; ერთი დღის შემდეგ ქალაქში ჩამოვიდა მეფე გეორგიოს I, რომელმაც უბრძანა ჯარს ლაშქრობა სალონიკისა და ვერიასკენ. ოსმალეთმა არაერთი მცირე მასშტაბის კონტრშეტევა ჩაატრა კოლოკუროში, ტრიპოტამოსსა და პერდიკაში, ბერძნულმა არმიამ მაინც განაგრძო წინსვლა ვეროისა და კატერინის აღებით 16 ოქტომბერს. 17-დან 18 ოქტომბრამდე ბერძნულმა გენერალურმა სარდლობამ თავისი ჯარები ვეროია-ნაოზას დაბლობში გაგზავნა.
სარანდაპოროსთან დამარცხების შემდეგ ოსმალებმა ჰასან თაჰსინ ფაშას ძალების ნარჩენები ახალად შემატებული ჯარისკაცებით გააძლიერეს. ორი დივიზია აღმოსავლეთ მაკედონიიდან, ერთი სარეზერვო დივიზია მცირე აზიიდან და ერთი სარეზერვო დივიზიონი სალონიკიდან; ამ ტერიტორიაზე ოსმალეთის ჯარების მთლიანი რაოდენობა 25 000 კაცს და 36 საარტილერიო დანაყოფს შეადგენდა. ოსმალებმა აირჩიეს იენიჯეზე მთავარი თავდაცვითი ხაზის ორგანიზება ან ქალაქის რელიგიური მნიშვნელობის გამო მაკედონიის მუსლიმი მოსახლეობისთვის ან იმიტომ, რომ არ სურდათ ბრძოლა თესალონიკთან ძალიან ახლოს. ოსმალებმა გათხარეს თხრილები 130 მეტრის (400 ფუტი) სიმაღლის ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებდა ქალაქის დასავლეთით დაბლობს. ბორცვი გარშემორტყმული იყო ორი უხეში ნაკადით, მისი სამხრეთ მისადგომები დაფარული იყო ჭაობიანი ჯანიცას ტბით, ხოლო მთა პაიკოს ფერდობები ართულებდა ჩრდილოეთიდან ნებისმიერ პოტენციურ მანევრს. იენიჯეს აღმოსავლეთ მისადგომებზე ოსმალებმა გააძლიერეს გარნიზონები, რომლებიც იცავდნენ ხიდებს მდინარე ლუდიასზე, პლატისა და გიდას სარკინიგზო ხაზზე.
18 ოქტომბერს, საბერძნეთის გენერალურმა სარდლობამ შეტევის ბრძანება გასცა, მიუხედავად იმისა, რომ მიიღო წინააღმდეგობრივი დაზვერვის ანგარიშები მტრის ჯარის განლაგების შესახებ. მე-2 და მე-3 ბერძნული დივიზიები იმავე მარშრუტით გაემართნენ ცაუსლისა და ცეკრესკენ, ორივე ლოკაცია მდებარეობდა იენიჯეს ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1-ლი ბერძნული დივიზია მოქმედებდა როგორც არმიის უკანა ხაზების დაცვა. მე-4 დივიზია იენიჯესკენ გაემართა ჩრდილო-დასავლეთიდან, ხოლო მე-6 დივიზიამ გვერდი აუარა ქალაქს და უფრო დასავლეთით ნედირის დაკავებას აპირებდნენ. მე-7 დივიზიამ და ცხენოსანმა ბრიგადამ დაფარა ჯარის მარჯვენა ფლანგი გიდასკენ წინსვლით; ხოლო კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმს დაევალა ტრიკალას აღება.
ბრძოლა
რედაქტირებაპირველი გასროლა მოხდა 19 ოქტომბრის დილით, მე-2 და მე-3 ბერძნული დივიზიების წინამძღოლებმა ბურგასში ოსმალების წინააღმდეგ წარმატებული იერიში წამოიწყეს და მტერს უკან დახევა მოუწია. მდინარე ბალიცასზე ხიდზე მისვლის შემდეგ, ორი დივიზია გახდა იენიჯეს მიმდებარე ბორცვებზე ძლიერი არტელერიის სამიზნე. მე-4 და მე-6 დივიზიებმა შეაჩერეს შეტევა, მას შემდეგ რაც, მასიური ცეცხლი გაუხსნეს თურქებმა. ვითარების შესაფასებლად და ახალი ბრძანებების გაცემის მიზნით ბრძოლის ველზე შუადღისას მივიდა ბერძნული არმიის სარდლობა. მე-2 და მე-3 დივიზიებს შეტევით უნდა გაევლოთ ხიდზე, განეხორციელებინათ ფრონტალური შეტევა უკნიდან ოსმალეთის ძალების ძირითად ნაწილზე. მე-4 და მე-6 დივიზიებმა ჩაატარეს ფლანგური მანევრი დასავლეთიდან, ამასობაში კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმი და საკავალერიო ბრიგადა ლუდიასისკენ გაემართნენ; რითაც შეიქმნა ორი ფრონტი გიანიცას ტბის ორივე მხარეს.
ბერძნული არტილერიის დაბომბვა არაზუსტი იყო, რადგან მიწა ჭაობიანი და არასტაბილური იყო. მხოლოდ ერთმა ბატარეამ მოახერხა თავის დამკვიდრება ოსმალეთის თხრილებიდან 4,5 კილომეტრის მანძილზე. ამან გამოიწვია მე-2 და მე-3 ბერძმული დივიზიების შენელება, თუმცა დაღამებისას მათ მოახერხეს დიდი ხიდის დადგმა მდინარე გრამოსზე, რომელიც ჩრდილოეთიდან მიედინება ჯანიცას ტბაში. დივიზიამ და ცხენოსანი ბრიგადა დაბანაკდა გიდასთან მისვლისთანავე, ხოლო კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმმა ასევე ვერ გადალახა ლუდიასი მას შემდეგ, რაც ხიდი ვერ იპოვა. მე-4 და მე-6 ბერძნული დივიზიები სტაბილურად მიიწევდნენ ბრძოლის ველის დასავლეთ კიდეზე, გაანადგურეს ორი კონტრშეტევა და აიძულეს ოსმალებს შტაბ-ბინა უფრო უკან გადაეტანა.
20 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, მე-4 ბერძნული დივიზიის მე-9 ევზონის ბატალიონის ქვეითმა ბატალიონმა დაიპყრო ოსმალეთის ბატარეა. მე-4 ბერძნულმა დივიზიამ გამოიყენა მოპოვებული იმპულსი ოსმალეთის მთელი დასავლეთი ფრთის უკან დასაბრუნებლად. მე-2 და მე-3 ბერძნულმა დივიზიებმა წინ წაიწიეს თავიანთი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, მიაღწიეს იენიჯეს კიდეებს და დაიწყეს ბაიონეტის შეტევა ოსმალეთზე, ზუსტად მაშინ, როდესაც მე-4 ბერძნული დივიზია დასავლეთიდან მოვიდა. დილის 10 საათზე ოსმალეთმა დეორგანიზებული უკან დახევა დაიწყეს, უმეტესობა სალონიკისა და დოირანისკენ გაიქცა. ეს უკანასკნელი შეაჩერა სერბმა ცხენოსანმა შენაერთმა, რომელიც მიიწევდა აქსიოსის ხეობისკენ. მეფისნაცვალმა კონსტანტინომ უბრძანა მე-2 ბერძნული დივიზიის ერთ პოლკს, რომ უკანდახეული ოსმალები გამოედევნა თესალონიკისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ვიწრო და ეფექტური იყო დევნისთვის.
ამავე დროს ოსმალეთის 3000-მა კაციანმა ძალამ დაარტყა მე-7 ბერძნულ დივიზიას გიდაში, რადგან ის ამ ტერიტორიაზე ჩერდებოდა. ბერძნებმა შეინარჩუნეს თავიანთი პოზიცია და მაშინვე გადავიდნენ შეტევაზე, კიდევ ერთხელ არ დაემორჩილნენ ბრძანებებს. კონსტანტინოპულოს ევზონის რაზმმა შუადღისთვის მოახერხა ლუდიების გადალახვა. თუმცა, რადგან მე-7 დივიზიის ინჟინრებმა და ცხენოსანმა ბრიგადამ დროულად ვერ მიაღწიეს, მან ვერ შეძლო აქსიოსამდე მისვლა და მისი ხიდების გადაკეტვა; რამაც მრავალ ოსმალ ჯარისკაცს გაქცევის საშუალება მისცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Apostolidis, Dimitrios (1913). Ο νικηφόρος ελληνοτουρκικός πόλεμος του 1912-1913 (el). Athens: Estia.
- Dimitracopoulos, Anastasios (1992). The First Balkan War Through the Pages of Review L'Illustration. Athens: Hellenic Committee of Military History. OCLC 37043754.
- Erickson, Edward (2003). Defeat in Detail: The Ottoman Army in the Balkans, 1912–1913. Westport: Praeger. ISBN 978-0-275-97888-4.
- Hooton, Edward (2014). Prelude to the First World War: The Balkan Wars 1912–1913. Stroud: Fonthill Media. ISBN 978-1781551806.
- Kargakos, Sarandos (2012). Η Ελλάς κατά τους Βαλκανικούς Πολέμους (1912-1913) (el). Athens: Peritechnon. ISBN 978-960-8411-26-5.