ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იგორ კობრინი (უკრ. І́гор Ко́брин, დ. 2 თებერვალი, 1951, ლვოვი — გ. 11 დეკემბერი, 2023) — უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი, უკრაინის დამსახურებული არტისტი (2008), უკრაინის კინემატოგრაფისტთა ეროვნული კავშირის წევრი, „Telekon“ სტუდიის დირექტორი.

იგორ კობრინი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1951(1951-02-02)
დაბადების ადგილი ლვივი
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 2023(2023-12-11) (72 წლის)
საქმიანობა კინორეჟისორი და სცენარისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
ალმა-მატერი ლვივის უნივერსიტეტი
ჯილდოები უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1951 წლის 2 თებერვალს ლვოვში.[1] 1973 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტი. 1981 წელს დაამთავრა კიევის ი. კ. კარპენკო-კაროგოს სახელობის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით. 1982 წლიდან მუშაობს სტუდიაში „Укртелефільм“,ხოლო 1992 წლიდან — სტუდი „Телекон“-ის დამფუძნებელად და დირექტორად.

ჩიკაგოსა და ჰიუსტონის (აშშ), იუგოსლავიის საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი.

2008 წლის 21 ნოემბერს მიენიჭა „უკრაინის დამსახურებული არტისტის“ წოდება — მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის უკრაინაში 1932-1933 წწ. ჰოლოდომორის [2] 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინელი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემად თავდაუზოგავი აქტივობისთვის.

იგორ კობრინი 5 ნაწილიანი დოკუმენტური ფილმის „1941. აკრძალული სიმართლე“ ავტორია, რომელიც უკრაინის ტელეარხზე გადიოდა 2013 წლის 7 თებერვლიდან 7 მარტამდე.

2023 წლის 10 დეკემბერს ის 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.[3] მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ, სტელა კლომინსკაიამ, გაავრცელა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.[4]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1985 — სასწაულები გარბუზიანში
  • 1986-1988 — ჩერნობილი: დროის ორი ფერი (უკრ. Чорнобиль: Два кольори часу) (2 ეპიზოდი)
  • 1988 — მარია (უკრ. Марія)
  • 1987 — უკრაინა მღერის ბედნიერებაზე (უკრ. Про щастя співає Україна)
  • 1992 — გამოღვიძება (უკრ. Пробудження)
  • 1996 — არ მინდა გავიხსენო (უკრ. Не хочу згадувати (Чорнобиль-96))
  • 1997 — თავისუფლების მძევლები (უკრ. Zaruchniki Svoboda)
  • 2001 — იმედებისა და ილუზიების ქრონიკა. ისტორიის სარკე (უკრ. Хроніка надій та ілюзій. Дзеркало історії))
  • 2004 — ფორთოხლის ნაჭერი (უკრ. Orange slice) (3 ეპიზოდი)
  • 2005 — ხაფანგი (უკრ. „Пастка“) (2 ეპიზოდი)
  • 2005 — სისხლიანი ბილიკი ვრცელდება (უკრ. "Crooked trail is spreading") (2 ეპიზოდი)
  • 2006 — ტაძარი სისხლში (უკრ. Слід кривавий стелиться) (10 ეპიზოდი)
  • 2008 — პურის გილიოტინა (უკრ. Хлібна гільйотина) (3 ეპიზოდი)
  • 2009 — გენერალური რეპეტიცია (უკრ. „Генеральна репетиція“) (2 ეპიზოდი)
  • 2013 - 1941. აკრძალული სიმართლე (უკრ. 1941. Заборонена правда)
  • 2020 - 1945 (უკრ. 1945) (4 ეპიზოდი)
  • 2023 — დაბრუნება. ვასილი კრიჩევსკი (უკრ. Povernennya. Vasyl Krichevsky)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1989 — ტ. გ. შევჩენკოს სახელობის უკრაინის სსრ სახელმწიფო პრემია — ფილმისთვის "ჩერნობილი: დროის ორი ფერი".
  • 1995 — გრან პრი „Золотий витязь“ (IFF, ნოვი სადი, იუგოსლავია) — ფილმისთვის "ჩერნობილი: დროის ორი ფერი"
  • 1996 — გრან პრი "ოქროს კამერა" (IFF, ჩიკაგო, აშშ) — ფილმისთვის "დაბრუნება ჩერნობილში"
  • 1996 — ვერცხლის პრიზი (IFF, ჰიუსტონი, აშშ) — ფილმისთვის "დაბრუნება ჩერნობილში"
  • 2007 — ეროვნული პრემია "ტელეტრიუმფი" (უკრაინა) — ფილმისთვის "Cathedral on Blood"
  • 2008 — უკრაინული კონკურსის გრან პრი "მედია უკრაინის საზოგადოების შემწყნარებლობისა და კონსოლიდაციისთვის" (უკრაინა) — ფილმისთვის "Cathedral on the Blood"
  • 2008 — უკრაინის დამსახურებული არტისტი
  • 2013 — ეროვნული პრემია "ტელეტრიუმფი" (უკრაინა) — ფილმისთვის "1941"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგორ_კობრინი“-დან