იბრაგიმ-ბექ აზერი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
იბრაგიმ-ბექ აზერი (აზერ. İbrahim bəy Azər; 1836—1885) — აზერბაიჯანელი პოეტი. წერდა ფსევდონიმით აზერი.
იბრაგიმ-ბექ აზერი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1836 შუშა, ყარაბაღის სახანო |
გარდაცვალების თარიღი |
1885 შუშა, ყარაბაღის სახანო |
საქმიანობა | პოეტი |
ცხოვრება
რედაქტირებაიბრაგიმ-ბექ ალიბექ ოღლი აზერი (ფულადოვი) 1836 წელს შუშაში დაიბადა. უფროსი ძმა აბდულა ბექ ასი, პოეტ ქასიმ ბეი ზაქირის შვილიშვილი. იბრაგიმ ბექი ყარაბაღის ხანის მეხტიგულუ ხანის მფარველობითა და მზრუნველობით იზრდებოდა და ყალიბდებოდა. პირველადი განათლება ადგილობრივ მოლასთან მიიღო, რის შემდგომაც სწავლა მედრესში გააგრძელა. ბრწყინვალედ ფლობდა სპარსულ და რუსულ ენებს.[1] სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო მედრესში და სამსახურეობრივ საფეხურზე კანცელარიის მომსახურე ჩინოვნიკის II კატეგორიის წოდებამდე ავიდა, პოლიციის ბოქაულად მუშაობის პროცესში გუბერნიის მდივნის ჩინი მიიღო. ლესქებს წერდა ფსევდონიმით აზერი. მირ მახსუნ ნავადის მიერ ორგანიზებული წრის "მეჯლისი-ფარამუშან"-ის («დავიწყებულთა საზოგადოება») წევრი იყო.[2] პოეტი გარდაიცვალა 1885 წელს.
შემოქმედება
რედაქტირებაიბრაგიმ-ბექ აზერი ლექსებს კლასიკურ სტილში წერდა (ლექსთა წყობა - არუზი) როგორც აზერბაიჯანულ, ისე სპარსულ ენებზე. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი დაკარგულია. პირველად რამდენიმე მისი გაზელი ფ. ქოჩარლის კრებულებში «აზერბაიჯანული ლიტერატურა» (1981) და «პოეტური კრებული» (1987) იქნა გამოქვეყნებული.[1]