ქასიმ ბეი ალიბექ-ოღლუ ზაქირი (აზერ. Qasım bəy Zakir; დ. 1784, შუშა —1857) — აზერბაიჯანელი პოეტი. ფ. ქასიმზადეს აზრით აზერბაიჯანულ ლიტერატურაში კრიტიკული რეალიზმის ერთერთი დამაარსებელი.[2]

ქასიმ ბეი ზაქირი
Gasim bey Zakir.jpg
დაბადების თარიღი 1784[1]
დაბადების ადგილი შუშა
გარდაცვალების თარიღი 1857[1]
გარდაცვალების ადგილი შუშა
დასაფლავებულია Q102267615?
ფსევდონიმი Закир
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა ყარაბაღის სახანო
რუსეთის იმპერია

ცხოვრებარედაქტირება

ქასიმ-ბეი დაიბადა შუშაში ყარაბახის წარჩინებულ ოჯახში, ჩამომავალი ჯავარშირების გვარიდან. მისი მამა იყო შეძლებული მიწათმფლობელი, რაც საშუალებას აძლევდა შვილისათვის კარგი განათლება მიეცა. ქასიმ-ბეიმა განათლება მიიღო მუსულმანურ სასულიერო სასწავლებელში. მან შეისწავლა არაბული და სპარსული, ასევე კლასიკური აღმოსავლური ლიტერატურა.

ქასიმ-ბეი ზაქირი მსახურობდა მეფის არმიაში და მონაწილეობდა ორ რუსულ-სპარსულ ომში 1804-1813 და 1826—1828 წლებში. დემობილიზაციის შემდეგ პოეტი ცხოვრობდა სოფელ ხინდირისტანში, რომელიც საჩუქრად გადასცა მას მეხტიგულუ ხანომ ჯავანშირმა. მალე ქასიმ-ბეი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის თავისთან იფარავდა დევნაში მყოფ ბიძაშვილს ბეხბუდ-ბეი ჯავანშირს. ზაქირი დააპატიმრეს და შუშაში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გააგზავნეს ბაქოში. მეგობრების აქტიური ძალისხმევითა და დახმარებით ზაქირი თავისუფლებაზე გამოვიდა და დაბრუნდა სახლში, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა. ქასიმ-ბეი გარდაიცვალა 1857 წელს შუშაში და დაიკრძალა მირზა ხასანის სასაფლაოზე. მისი ლექსები პირველად გამოიცა აზერბაიჯანის სსრ-ში.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Faceted Application of Subject Terminology
  2. Н. Мамедов. Реализм М.Ф. Ахундова. — Баку: Маариф, 1982. — С. 63. — 286 с.