ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იასნა დიკლიჩი (დ. 8 მარტი, 1946, სარაევო) — ბოსნიელი თეატრისა და კინოს მსახიობი; იასნას დედა ასევე ცნობილი ბოსნიელი მსახიობი გახლდათ. მომავალმა მსახიობმა  პირველი ნაბიჯები  სარაევოს მცირე თეატრის სცენაზე გადადგა, სადაც მონაწილეობდა  მცირე და ექსპერიმენტული თეატრების ფესტივალის დრამატული სტუდიის (Dramskog studija Festivala malih i eksperimentalnih scena MESS) პრაქტიკულ მეცადინეობებში.

იასნა დიკლიჩი

იასნა დიკლიჩი სარაევოს თეატრში რეპეტიციის დროს
მშობლიური სახელი Jasna Diklić
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1946 (76 წლის)
სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
მოქალაქეობა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
პროფესია მსახიობი
აქტიური 1977-დან
შვილ(ებ)ი 2

სარაევოს ალყის დროს, როდესაც  ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში  საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, იასნა დიკლიჩმა თანამოაზრეებთან ერთად  დააარსა სამხედრო თეატრი "ARTR" (Sarajevski ratni teatar SARTR), რომლის დევიზი გახდა ფრაზა "თეატრი სიკვდილის წინააღმდეგ". იმ წლებში ბოსნიის ომის დაწყებისას  სარაევოს სამი  პროფესიული თეატრის მსახიობებმა და მუშებმა შეწყვიტეს ყოველგვარი საქმიანობა , შეიკრიბნენ "SARTR-ის გარშემო" და ოთხი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქალაქი ალყაში იყო, მართავდნენ წარმოდგენებს.

დიკლიჩი გახლავთ პოეტური ახალგაზრდული თეატრის „იუვენტას“ რეჟისორი. საერთო ჯამში, მან 150-ზე მეტი თეატრალური და კინოროლი შეასრულა. 1997 წელს მას მიენიჭა ბოსნია-ჰერცეგოვინის საპატიო წოდება: „წლის ქალი ხელოვნებაში“.[1][2][3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

იასნა დიკლიჩი დაიბადა 1946 წლის 8 მარტს სარაევოში, ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (SFRY) ექვსი რესპუბლიკიდან ერთ-ერთის — ბოსნია-ჰერცეგოვინას სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. იასნას დედა გახლდათ  ცნობილი მსახიობი და თოჯინების თეატრის რეჟისორი. გოგონა ბავშვობიდან  ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. მან  პირველი ნაბიჯები  სარაევოს მცირე თეატრის სცენაზე გადადგა, სადაც მონაწილეობდა  მცირე და ექსპერიმენტული თეატრების ფესტივალის დრამატული სტუდიის (Dramskog studija Festivala malih i eksperimentalnih scena MESS) პრაქტიკულ მეცადინეობებში. ბევრი ცნობილი ბოსნიელი მსახიობი ამ საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი თაობის წარმომადგენელია. შემდეგ დიკლიჩმა დაამთავრა სარაევოს ფილოსოფიის ფაკულტეტი საშემსრულებლო ხელოვნების განხრით.

იასნა დიკლიჩი პირველად პროფესიულ წარმოდგენებში ბანია ლუკას ეროვნულ თეატრში 1969 წელს 23 წლის ასაკში გამოჩნდა. ახალ სცენაზე იგი მონაწილეობდა სპექტაკლში „დაცემის შემდეგ“ (Poslije pada), რომლის რეჟისორი გახლდათ პრედრაგ დინულოვიჩი. მაგრამ იგი მალე დაუბრუნდა დედაქალაქის მცირე თეატრის სცენას. თეატრმა  მალევე შეიცვალა სახელი და გახდა "კამერული თეატრი 55" (Kamerni teatar 55). 1992 წლისთვის იასნა დიკლიჩს  ამ სცენაზე ათობით როლი ჰქონდა შესრულებული: მათ შორის იყო  რეჟისორს შარკო პეტანის "Uticaj gama zraka na sablasne nevene" (1972), რეჟისორი მარკო ფოტესის "Kata Kapuralica" (1974), რეჟისორი მატო მილოშევიჩის "Hedda Gabler"  (1976),  რეჟისორ სლობოდან უნკოვსკის  «Brisani put» (1981), რეჟისორ მირა ერცეგის „ Plavokosa jevrejka“ (1988) გარდა ამისა, იასნა დიკლიჩის როლებიდან აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ნადეჟდას სახე ვლადიმირ მილჩინის სპექტაკლში "Lutkino bespuće" (1991).[4]

2017 წელს მან ხელი მოაწერა დეკლარაციას ხორვატების, სერბების, ბოსნიელებისა და ჩერნოგორიელების საერთო ენის შესახებ.[5]

2000 წელს, როდესაც იასნა დიკლიჩმა გადაწყვიტა შეეძინა ბინა, რომელშიც 63 წელი ცხოვრობდა (სოციალისტური იუგოსლავიის შემდეგ), მისი საბუთები არ მიიღეს, რადგან, ქალაქისა და კანტონის ხელისუფლების განცხადებით, ბინა ეკუთვნოდა სარაევოს ერთ-ერთ ებრაულ ოჯახს. 2015 წლის ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეთი ბინების მაცხოვრებლებმა უნდა გადაიხადონ ქირა საცხოვრებელი ფართის "თითოეულ კვადრატულ მეტრზე". თავად ბინა 1965 წელს "გათავისუფლდა ნაციონალიზაციით",  ყოფილი მფლობელი გარდაიცვალა 1973 წელს, ხოლო მისი ვაჟს —  პირველი რიგის ერთადერთი მემკვიდრეს — არასოდეს უცხოვრია სარაევოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Suada Kapić: The siege of Sarajevo: 1992—1996. — FAMA, 2000.
  • Daniel J. Goulding: Liberated Cinema: The Yugoslav Experience, 1945—2001. — Indiana University Press, 2002, ISBN 9780253215826.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Zvents Inc: Jasna Diklic [cited April 13, 2012] Archived July 20, 2012, at archive.today
  2. "Magazin Aura : Secret of my Beauty - Jasna Diklic (in Bosnian) [cited April 13, 2012]". Archived from the original on July 25, 2008. Retrieved April 13, 2012.(ბოსნ.)
  3. "Dnevni Avaz Online: Jasna Diklic, Lifetime Achievement Award Winner [cited April 13, 2012]". Archived from the original on August 12, 2011. Retrieved April 13, 2012.(ბოსნ.)
  4. "Kamerni Teatar 55: Jasna Diklic ) [cited April 13, 2012]". Archived from the original on March 1, 2010. Retrieved April 13, 2012. (ბოსნ.)
  5. Signatories of the Declaration on the Common Language[მკვდარი ბმული], official website, retrieved on 2018-08-16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იასნა_დიკლიჩი“-დან