იასმუნდის ეროვნული პარკი

იასმუნდის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Jasmund) — ბუნების ნაკრძალი გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში, კუნძულ რიუგენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ისამუნდის ნახევარკუნძულზე. ცნობილია უდიდესი ცარცის კლიფებით, რომლებიც ბალტიის ზღვის დონიდან 161 მეტრ სიმაღლეზე აღიმართებიან. პარკს ასევე მიეკუთვნება კლიფებს მიღმა მდებარე წიფლის მშვიდი ტყეები.

იასმუნდის ეროვნული პარკი

Nationalpark Jasmund

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
უახლოესი ქალაქი სასნიცი, შტრალზუნდი
კოორდინატები 53°33′ ჩ. გ. 13°37′ ა. გ. / 53.550° ჩ. გ. 13.617° ა. გ. / 53.550; 13.617
ფართობი 30 კმ²
დაარსდა 1990

ეროვნული პარკის ფართობი 30 კმ²-ია და ყველაზე პატარაა გერმანიაში. შეიქმნა 1990 წელს, გერმანიის გაერთიანებამდე, გდრ-ის უკანასკნელი მთავრობის მიერ.

კლიფები მუდმივ ეროზიას განიცდიან და ყოველი შტორმის შემდეგ მათი ნაწილი იშლება.

სპეციალური გეოლოგიური მახასიათებლების გამო, იასმუნდის ეროვნულ პარკში ფლორისა და ფაუნის მრავალი უიშვიათესი წარმომადგენელი ბინადრობს. კლიფებს მიღმა უხვადაა მომლაშო ტბორები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება