იაჟუჟუნა, სამფეროვანი ია (ლათ. Viola tricolor) — ერთ- და ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის სახეობა იისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდ იყენებენ ისეთ ფორმებსა და ჯიშებს, რომლებსაც სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები აქვთ, აგრეთვე იაჟუჟუნასა და სხვა იების რთულ ჰიბრიდებს. ველურ იაჟუჟუნას მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ.

იაჟუჟუნა
იაჟუჟუნა
იაჟუჟუნა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  იისებრნი
სახეობა:  იაჟუჟუნა
ლათინური სახელი
Viola tricolor

შემცველი სასარგებლო ნივთიერებები და გამოყენება

რედაქტირება

ყვავილობის პერიოდში მყოფი იაჟუჟუნას ფესვები შეიცავენ საპონინებს და მცირე რაოდენობით ეთეროვან ზეთებს (0,01 %), ყვავილები კი — ფლავონოგლიკოზიდ რუტინს და ანტოციანურ გლიკოზიდ ვიოლანინს. სამკურნალო დანიშნულებით მისი გამოყენება ხდება, უპირველეს ყოვლისა, შარდის გამომყოფი სისტემის, კანი დაავადებების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე — ლორწოს შემცველობის გამო — როგორც ამოსახველებელი საშუალება, სასუნთქი გზების კატარის დროს.

იაჟუჟუნას გააჩნია ძალიან დატოტვილი, ბოჭკოებით მდიდარი ფესვთა სისტემა. ნაყოფი წარმოადგენს სამსაგდულიან კაფსულას, საიდანაც გასკდომისას 1 მმ ზომის უამრავი მოყვითალო–მოყავისფრო თესლი იყრება. ათასი მარცვლის წონა: 0,3 — 0,8 გ.

ზრდა–განვითარების ადგილი

რედაქტირება

იაჟუჟუნას მოყვანა შესაძლებელია ყველანაირ ნიადაგზე: ქვიშიან, ტორფიან და თიხნარ ნიადაგზე. იგი კარგად იზრდება ნეშომპალიან, ქვიშიან ნიადაგზე საკმარისი ტენიანობის პირობებში. პრეტენზია არ აქვს წინამორბედზე. არ არის მგრძნობიარე სიცივის მიმართ.

განოყიერება

რედაქტირება

ნაკელით ან კომპოსტით კარგად განოყიერების გარდა, საკვები ნივთიერებების საჭიროება შეადგენს 60-70 კგ/ჰა ფოსფორსა და 140-180 კგ/ჰა კალიუმს. სასუქის რაოდენობის 1/3 მხოლოდ პირველი მოცელვის შემდეგ შეაქვთ. მულჩის ფოლგების გამოყენების შემთხვევაში სასუქი ფოლგის დაგებამდე უნდა დაიყაროს.

ღია გრუნტში თესვის მეთოდი: სათესლე კვალი წვრილი თესლისთვის გულდასმით უნდა მომზადდეს რამდენიმეჯერ დაფარცხვითა და მოტკეპნით. თესვა ხდება პუნქტირებული (ერთმარცვლიანი) მანქანით აპრილის დასაწყისიდან. თესვის ნორმა 4-6 კგ/ჰა–ზე. რიგებს შორის მანძილი 30 სმ. ნიადაგის საკმარისი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში თესლი 2 კვირაში აღმოცენდება.

გადარგვის მეთოდი: შესაძლებელია აგრეთვე ჩითილის წინასწარი გამოყვანა თესლით, აგვისტოს დასაწყისში (3-4 მარცვლის დათესვა) და დარგვა შავი მულჩის ფოლგაზე (სიგანე 1 მ, სისქე 0,04 მმ, პოლიეთილენი) სექტემბრის შუა რიცხვებში, 3 რიგი ფოლგის თითო ზოლზე, დარგვის ინტერვალი 25X25 სმ. ამგვარი მეთოდი ძალიან აადვილებს სარეველებთან ბრძოლას და ზრდის მოსავლიანობას.

ორივე მეთოდის შემთხვევაში რიგებს შორის ნარგავი სარეველებისგან უნდა სუფთავდებოდეს შესაძლებისამებრ მრავალჯერადი გათოხნით.

მოსავლის აღება და მოსავალი

რედაქტირება

ბალახოვანი ნაწილის პირველი მოთიბვა ხდება სრული ყვავილობის პერიოდში, უმთავრესად ივნისის შუა რიცხვიდან ივლისის დასაწყისამდე, სანერგე კულტურის შემთხვევაში — მაისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე. ამ დროს სკდება პირველი დამწიფებული თესლის კაფსულები. მოთიბვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგზე: სათიბი ცელი ისე მაღლა უნდა დაყენდეს, რომ უკიდურესი ქვედა გაყვითლებული ფოთლები არ მოჰყვეს და ქვედა ნაწილმა ისევ მოახერხოს გაზრდა. ძალიან დაბალზე გათიბვამ მცენარის ჭკნობა შეიძლება გამოიწვიოს. მეორე გათიბვა შესაძლებელია აგვისტოს შუა რიცხვებში, სანერგე მცენარეებიდან კი — ივლისის დასაწყისშივე.

აღებული მოსავალი მაშინვე გასაშრობად (40-50 °C–ზე) უნდა გაიგზავნოს, რათა მცენარემ ქორფა მწვანე ფერი შეინარჩუნოს და საპონინის შემხველობა არ შემცირდეს. შემდეგ მცენარე სინათლისაგან მოშორებით უნდა შეიფუთოს. გაშრობის პროპროცია შეადგენს 5-6:1, მოსავლიანობა - 3-4ტ/ჰა (ორჯერადი, ზოგჯერ კი სამჯერადი გათიბვის შემდეგ).

ლიტერატურა

რედაქტირება