იაკობუს აუდი

ნიდერლანდელი არქიტექტორი

იაკობუს იოჰანეს პიტერ აუდი (ნიდერლ. Jacobus Johannes Pieter Oud დ. 9 თებერვალი, 1890, პიურმერენდი — გ. 5 აპრილი, 1963, ვასენარი) — ჰოლანდიელი არქიტექტორი, არქიტექტურის თეორეტიკოსი, „დე სტილის“ (De Stijl) ერთ-ერთი პირველი მიმდევარი და ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი.

იაკობუს აუდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1890(1890-02-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი პიურმერენდი[12]
გარდ. თარიღი 5 აპრილი, 1963(1963-04-05)[14] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] (73 წლის)
გარდ. ადგილი ვასენარი[12]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[11] , დიზაინერი, ქალაქთმშენებელი[11] და furniture designer[15] [13]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[16] [12]
ალმა-მატერი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და Quellinusschool
მნიშვნელოვანი პროექტები Weissenhof Estate
შვილ(ებ)ი Hans Oud[17]

ბიოგრაფია

რედაქტირება

აუდი დაიბადა პიურმერენდში თამბაქოს და ღვინის მოვაჭრის ოჯახში. როგორც ახალგაზრდა არქიტექტორი განიცდიდა ბერლაგეს გავლენას და გარკვეული დრო სწავლობდა თეოდორ ფიშერთან მიუნხენში. ის მუშაობდა უ.მ. დუდოკთან ერთად ლეიდენში სადაც შეხვდა თეო ვან დუსბურგს და ასე აღმოჩნდა „დე სტილის“ მოძრაობაში. 1918 და 1933 წლებში აუდი იყო როტერდამის მუნიციპალური არქიტექტორი. ამ პერიოდში ქალაქში მუშების დიდი იმიგრაცია იყო და აუდი უმთავრესად მუშაობდა სოციალური საცხოვრისის პროექტებზე. ეს მოიცავდა პროექტებს სპანგენში, კიეფჰოეკში და ვიტე დორპში. აუდი ერთი იმათგანი იყო ვინც ცდილობდა შეეჯერებინა მკაცრი, რაციონალური, მშენებლობა მომხმარებლების ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან და მათ ესთეტიკურ მოლოდინებთან. ცდილობდა „პოეტიკური ფუნქციონალიზმის“ პრაქტიკაში დანერგვას.

1927 წელს ის იყო ერთ-ერთი იმ თხუთმეტთაგანისგან რომლებიც შეეწივნენ გავლენიან მოდერნისტულ გამოფენას ვაისენჰოფში. 1932 წლისთვის ის ითვლებოდა გამოჩენილ მოდერნისტ არქიტექტორთა ოთხეულის წევრად ლუდვიგ მის ვან დერ როესთან, ვალტერ გროპიუსთან და ლე კორბუზიესთან ერთად და წარმოჩინებული იყო ფილიპ ჯონსონის საერთაშორისო სტილის გამოფენაზე. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან უფლება მისცა ამერიკაში დაბეჭდილიყო მისი 1941 წელს აშენებული შელის სათავო ოფისის შენობა ჰააგაში, თუმცა არქიტექტურულმა პრესამ სარკასტულად დაგმო მის მიერ ორნამენტების გამოყენება მოდერნისტული სულის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აუდმა დააპროექტა ჰოლანდიის ნაციონალური ომის მუზეუმი და სამხედრო სასაფლაო. შემდგომში აუდი გათავისუფლდა „დე სტილის“ გავლენებისგან. მან დააპროექტა სპაარბანკი როტერდამში, საოფისე შენობა „დე უტრეხტი“ როტერდამში და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი არნემში. 1954 წელს მას მიენიჭა არქიტექტურის საპატიო დოქტორის წოდება დელფტის ტექნიკურ უნივესიტეტში.

აუდის ძმა, პიტერ აუდი იყო როტერდამის მერი. აუდი 1963 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ვასენაარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Broekhuizen, Dolf, De Stijl toen / J.J.P. Oud nu. De bijdrage van architect J.J.P. Oud aan herdenken, herstellen en bouwen in Nederland (1938–1963), dissertation University of Groningen, Rotterdam, NAi publishers 2000 (ISBN 90-5662-193-9)
  • Taverne, Ed, Broekhuizen, Dolf, J.J.P. Oud's Shell Building. Design and reception, Rotterdam: NAi publishers 1995 (ISBN 90-72469-73-9)
  • Taverne, Ed; Wagenaar, Cor; Vletter, Martien de; Broekhuizen, Dolf (ed.), J.J.P. Oud Poetic Functionalist 1890-1963, Complete Works, Rotterdam: NAi publishers 2001 (ISBN 90-5662-198-8)
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. J.J.P. Oud
  3. 3.0 3.1 Jacobus Johannes Pieter Oud — 2009.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 StructuraeRatingen: 1998.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Vermeulen E. Oud, J(acobus) J(ohannes) P(ieter) // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T064280
  9. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 The Fine Art Archive
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Other Interface
  13. 13.0 13.1 13.2 The Other Interface
  14. RKDartists
  15. https://stichtinggispencollectie.nl/ontwerpers/j-j-p-oud
  16. Museum of Modern Art online collection
  17. Union List of Artist Names — 2021.