თუშეთის დაცული ლანდშაფტი
თუშეთის დაცული ლანდშაფტი — დაცული ლანდშაფტი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშეთის ეროვნულ პარკთან ერთად). მისი ფართობია 32 035 ჰა.[1] თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს და მოიცავს თუშეთის ყველა სოფელსა და ნასოფლარს. იგი იმისთვის არის შექმნილი, რათა არ დაიკარგოს თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე და შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები და ამავე დროს გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების წახალისება.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი | |
---|---|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი)
| |
მდებარეობა | თუშეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 32 035 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია |
თუშეთის დაცული ლანდშაფტი გამორჩეულია ულამაზესი ისტორიული სოფლებით. თუშეთის სოფლებში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და საოჯახო ნივთები. სანახაობრივად თუშეთი ძალიან განსხვავდება სხვა დაცული ტერიტორიებისგან, რადგან აქ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად მნიშვნელოვნად არის შერწყმული ისტორიულ-კულტურული ნაგებობები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. სწორედ ეს იზიდავს ყველაზე მეტად აქ მნახველს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022