თურღაის ფაუნა
თურღაის ფაუნა, ინდრიკოთერიუმის ფაუნა — ოლიგოცენური ეპოქის, უპირატესად ხმელეთის ძუძუმწოვრების კომპლექსი ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. სახელწოდება მომდინარეობს თურღაის ღარტაფისაგან, სადაც ალექსი ბორისიაკმა პირველად აღწერა ამ კომპლექსის ყველაზე დამახასიათებელი წარმომადგენელი გიგანტური მარტორქა — ინდრიკოთერიუმი.[1]
თურღაის ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ალაცეროპსი, ხალიკოთერიუმები (სქიზოთერიუმი), ღორისნაირნი (ენტელოდონი, ანთრაკოთერიუმები), არქაული ტრაგულიდები (ლოფიომერიქსი, პროდრემოთერიუმი) და სხვა. ფაუნის წარმომადგენლები ბინადრობდნენ როგორც გაშლილ ველებზე, ისე ტყეებისა და მდინარეთა დაჭაობებულ სანაპიროებზე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გაბუნია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.