თურქსელი ან Turkcellთურქეთის წამყვანი მობილური ოპერატორი,[3] დაფუძნებული სტამბოლში. კომპანიას ჰყავს 34.4 მილიონი აბონენტი, 2011 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით.[4]

თურქსელი
Turkcell
ტიპი ანონიმური კომპანია
დარგი GSM
დაფუძნდა 1994
დამაარსებელი მეჰმეთ ემინ ქარამეჰმეთ
მურათ ვარგი
სათავო ოფისი სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
მმართველი
აჰმეთ აქჩა
ქაან თერზიოღლუ
პროდუქცია მობილური ტელეფონი & ინტერნეტ მომსახურება
შემოსავალი 9.370 მილიარდი (2011)[1]
მთლიანი შემოსავალი 1.108 მილიარდი (2011)[1]
სუფთა მოგება 1.140 მილიარდი (2011)[1]
თანამშრომელი 12,834 (2011)[2]
შვილობილ(ებ)ი
სია
ფილიალი
სია
  • Turktell Uluslararası
    Turkcell Global Bilgi
    Financell
    Turktell Bilişim
    A-Tel
    Fintur Holdings B.V. (%41,45)
სერვისის ენა თურქული
ინგლისური
საიტი www.turkcell.com.tr
 
თურქსელის მობილური სადგური სეითგაზიში, კირკა, თურქეთი.

1994 წლის თებერვალში, თურქსელმა გახსნისას გახდა თურქეთის პირველი GSM ოპერატორი. 2012 წლის მე-3 კვარტალში, მას 52,4% წილი ჰქონდა ბაზარზე. მისი კონკურენტები იყვნენ Vodafone საბაზრო წილით 27,9% და ავეა საბაზრო წილით 19,7%.[5]

თურქსელი პირველი თურქული კომპანიაა, რომელიც მოხვდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, სადაც მისი აქციებით ვაჭრობა 2000 წლის 11 ივლისიდან მიმდინარეობს, სტამბოლის საფონდო ბირჟასთან ერთად.

თურქსელის აქციონერთა სტრუქტურა ასეთია: 51% ეკუთვნის Turkcell Holding A.Ş.-ს, 0.05% ჩუქუროვა ჰოლდინგს, 13,07% ტელია სონერას, 1.18% MV Holding A.Ş.-ს და თავისუფალ მიმოქცევაშია 34.7%.[6] 2011 წლისთვის ტელია სონერა და ჩუქუროვა ჰოლდინგი, პირდაპირ და ირიბად, ფლობდნენ თურქსელის სააქციო კაპიტალის დაახლოებით 37.1% და 13.8% შესაბამისად.[1] ჩუქუროვა ჯგუფმა, 2005 წლის მარტში შეთანხმდა გაეყიდა თურქსელის დიდი წილი ტელია სონერას.[7] მას შემდეგ ისინი დავობენ იმაზე, არის თუ არა ეს შეთანხმება სავალდებულო. 2009 წლის აგვისტოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ჩუქუროვამ უნდა გადასცეს ყველა დარჩენილი აქციების წილი Turkcell Holding A.Ş.-ს და ტელია სონერას.[8]

თურქსელი ასევე უზრუნველყოფს სტანდარტულ GSM მომსახურებას საერთაშორისო დონეზე. 2007 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, მას ჰყავს 9.6 მილიონი აბონენტი Fintur Holdings მეშვეობით და მისი შვილობილი კომპანიებით, ტელია სონერას პარტნიორობაში აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში. თურქსელს მთლიან საკუთრებაში ჰყავს უკრაინული lifecell-ი, რომელსაც ჰყავს 13.6 მილიონი აბონენტი.[9] 2009 წელს, თურქსელმა პირველი შესთავაზა თავის მომხმარებელს 3G მომსახურება თურქეთში.[10]

დაფარვის ზონა

რედაქტირება

თურქსელი ფარავს ტერიტორიას, რომელიც 2007 წლის 31 მარტისთვის, მოიცავს 100% მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ქალაქებში, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანია, რომელიც შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 97.21% და 80.44% თურქეთის ფართობის. კომპანიას აქვს რამდენიმე ბრმა ლაქა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონის მთიან რაიონებში.[11]

ჩრდილოეთი კვიპროსი

რედაქტირება

თურქსელი ასევე მოღვაწეობს საზღვარგარეთ. მისი ჩრდილოეთ კვიპროსული ბრენდი ცნობილია, როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქსელი (Kuzey Kıbrıs Turkcell), რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კვიპროსში. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქსელი-ს მმართველობა ხორციელდება მთლიანად ცალკე თურქეთის თურქსელისგან, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის საკუთრება ეკუთვნის თურქსელს. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქსელი ამ მომენტში ჩრდილოეთის უმსხვილესი პროვაიდერია, რეგისტრირებული აბონენტების და დაფარვის ზონის თვალსაზრისით.

როუმინგი

რედაქტირება

2008 წლის სექტემბრისთვის თურქსელს ჰქონდა შეთახმებული საერთაშორისო როუმინგი 605 ოპერატორთან 201 ქვეყანაში. იგი აცხადებდა, რომ მას აქვს უფრო მეტი საერთაშორისო GPRS როუმინგის შეთანხმება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ოპერატორი (356 ოპერატორი 143 ქვეყანაში, 2008 წლის 31 აგვისტოსთვის).

სპონსორობა

რედაქტირება

2002 წლიდან, თურქსელი თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გუნდების "ოფიციალური ურთიერთობის სპონსორია". იგი ასევე აფინანსებს 18-დან 14 გუნდს თურქულ სუპერლიგაში.

თურქსელი ასევე აფინანსებს სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალს და სტამბოლის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გენერალური სპონსორია. 1999 წლიდან, თურქსელმა მხარი დაუჭირა ბოდრუმის ძველი ქალაქის კედლების აღდგენას. ძველი თეატრის აღდგენის ბოლო ეტაპი, დასრულდა 2003 წლის ივნისში.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ANNUAL REPORT 2011 (PDF). Turkcell. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
  2. ANNUAL REPORT For the fiscal year ended December 31, 2011 (FORM 20-F) (PDF). Turkcell (2012-04-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2016-06-21.
  4. History. Turkcell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
  5. Market Information. Turkcell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 2013-05-17.
  6. Shareholder Structure. Turkcell (2012-02-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
  7. TeliaSonera – press release. Cision Wire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-10. ციტირების თარიღი: 2005-03-25.
  8. TeliaSonera – press release. Cision Wire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-10. ციტირების თარიღი: 2009-08-07.
  9. [1]
  10. http://www.ericsson.com/article/turkcell_1633598732_c
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-08. ციტირების თარიღი: 2016-06-22.