თურქმენეთის პოლიტიკური სისტემა

თურქმენეთის პოლიტიკა ტარდება საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში, რომლის დროსაც თურქმენეთის პრეზიდენტი არის, როგორც სახელმწიფოს მეთაურია ასევე მთავრობის მეთაურიცაა. თურქმენეთი — უნიტარული რესპუბლიკაა. თურქმენეთს აქვს მრავალპარტიული სისტემა.[1] თურქმენეთი ზოგჯერ აღიწერება, როგორც „კარჩაკეტილი, ყოფილი საბჭოთა ერი“.[2]

თურქმენეთის პოლიტიკური სისტემა

პოლიტიკური ფონი

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც 69 წლის განმავლობაში თურქმენეთი სსრკ-ს (მათ შორის 67 წელი, როგორც მოკავშირე რესპუბლიკა) შემადგენლობაში იყო, 1991 წლის 27 ოქტომბერს თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მუდმივი პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი, ყოფილი ჩინოვნიკია კომუნისტური პარტიის, მართავდა თურქმენეთს 1985 წლიდა, როდესაც ის გახდა ხელმძღვანელი თურქმენეთის კომუნისტური პარტიის, 2006 წლამდე შეინარჩუნა აბსოლუტური კონტროლი თურქმენეთზე სსრკ-ს დაშლიდან სიკვდილამდე. 1999 წლის 28 დეკემბერს მეჯლისის (პარლამენტი) გამოაცხადა საფარმურატ ნიაზოვი მუდმივ პრეზიდენტად. (მეჯლისი თავად დააკომპლექტა მხოლოდ ერთი კვირით ადრე არჩევნებზე, რომელიც მოიცავდა მხოლოდ მის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და არც ერთ ოპოზიციურ კანდიდატებს არ მიეცათ მანდატი.)

2008 წლამდე ხელისუფლებაში დასაშვები იყო მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, თურქმენეთის დემოკრატიული პარტია. პოლიტიკური შეკრება უკანონოა, თუ სახელმწიფოს მიერ არ არის სანქცირებული.

ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შიდა სახელმწიფო პასპორტი, საცხოვრებელი ადგილის მოხსენებით — ხორციელდება საბჭოთა ეპოქისებური პრაქტიკა. თავისუფალი მოძრაობა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ასევე მის საზღვრებს შიგნით, რთულია. თურქმენეთში დომინირებს გავრცელებული პიროვნების კულტის განდიდება, გარდაცვლილ პრეზიდენტს საფარმურატ ნიაზოვს უწოდებენ, როგორც „Türkmenbaşy“ (ქართ. თურქმენბაში; „ყველა თურქმენის ლიდერი“), ამ წოდებას საფუძველი ჯერ 1993 წელს ჩაეყარა. მისი სახე ამშვენებს ბევრი ყოველდღიურ ობიექტების, დაწყებული ბანკნოტით, დამთავრებული არაყი ბოთლით. თურქმენეთის ეროვნული ტელევიზიის ლოგოს ამშვენებს მისი პროფილის სურათი. მის მიერ დაწერილი ორი წიგნი შედის სავალდებულო სახელმძვანელოებს შორის სკოლებში, ასევე საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად ჩააბარონ გამოცდა წიგნის და მისი შინაარსის ცოდნის შესახებ. მის მიერ დაწერილი წიგნები ასევე ხშირია მაღაზიებსა და სახლებში. ბევრი ინსტიტუტი ატარებს ნიაზოვის დედის სახელს. ყველა საათში დაბეჭდილი უნდა იყოს მისი პორტრეტი. გიგანტური 15 მეტრის სიმაღლის ნიაზოვის მოოქროვილი ქანდაკება დგას მოძრავ პოსტამენტზე აშხაბადში, ისე რომ, ყოველთვის მზე ანათებდეს მას, ხოლო ის ქალაქს.

პოპულარული პროპაგანდისტური თურქმენული სლოგანია „Halk! Watan! Türkmenbashi!“ („ერი! სამშობლო! ლიდერი!“), მას შემდეგ, რაც ნიაზოვმა კვირის დღეებს მიანიჭა თავისი ოჯახის წევრების სახელები, დაწერა ახალი თურქმენული ეროვნული ჰიმნი.

უცხოური კომპანიები ეძებდნენ პარტნიორს თურქმენეთის ბუნებრივი აირის დიდი რესურსების გამოყენებისათვის და დაიწყეს თანამშრომლობა ნიაზოვთან მას შემდეგ, რაც ის ასევე დაამყარა კონტროლი ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობას. მისი წიგნი „Ruhnama“ (ან „Rukhnama“, 2001 და 2004), რომელსაც თურქმენეთში თაყვანსცემენ თითქმის ისევე, როგორც წმინდა ტექსტს, ითარგმნა 41 ენაზე[3] 2008 წლის მონაცემებით და ვრცელდება ძირითადად უფასოდ საერთაშორისო ბიბლიოთეკებს შორის.[4] ნიაზოვმა ერთხელ გამოაცხადა, რომ ყველა, ვინც წაიკითხავს ამ წიგნს სამჯერ იქნება: "უფრო ჭკვიანი, აღიარებს ღვთაებრივ არსებას და წავა პირდაპირ სამოთხეში".[5]

მას შემდეგ, რაც ნიაზოვმა გარდაიცვალა, პრემიერ-მინისტრის მოადგილე გურბანგული ბერდიმუჰამედოვი გახდა მოქმედი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტად აირჩიეს 2007 წლის 11 თებერვალს, არჩევნები დაგმეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და გამოაცხადეს, როგორც გაყალბებული. 20 მარტის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი სიმბოლური წონა ნიაზოვის პიროვნების კულტზე უარის თქმით, მან ასევე გააუქმა პრეზიდენტის ძალაუფლება ნებისმიერი ღირსშესანიშნაობებს, დაწესებულებების ან ქალაქების სახელწოდებების გადარქმევის კუთხით.

საფარმურატ ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ, თურქმენეთის ხელმძღვანელობამ გადადგა დიდი ნაბიჯი ქვეყნის გახსნის მხრით. ბერდიმუჰამედოვმა გააუქმა ნიაზოვის ზოგიერთი ყველაზე დამახასიათებელი პოლიტიკა, მათ შორის ოპერისა და ცირკის აკრძალვა. განათლების სისტემაში, მისმა მთავრობამ გაიზარდა საბაზო განათლება 9 წლიდან 10 წლამდე და უმაღლესი განათლება ორი წლიდან ხუთ წლამდე. მან ასევე გაზარდა კონტაქტები დასავლეთთან, რომელიც ცდილობს გაზრდოს ხელმისაწვდომობა ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეზე — მაგრამ არსებობს შანტაჟის შიში, რომ ხელისუფლება შესაძლოა დაუბრუნდეს ნიაზოვის მართვის დრაკონულ სტილს.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, მაგრამ ხელისუფლება არ იყენებს მას პრაქტიკაში. მთავრობა აკონტროლებს ყველა მედიასაშუალებას. მხოლოდ ორი გაზეთი, „Adalat“-ი და „Galkynysh“-ი ნომინალურად დამოუკიდებელია, მაგრამ ისინიც შეიქმნა პრეზიდენტის ბრძანებით. საკაბელო ტელევიზია, რომელიც არსებობდა 1980 წლის ბოლოს, დაიხურა.

თურქმენეთის ხელისუფლებას შეზღუდული აქვს საქმიანობა ყველა აღმსარებლობას, მაგრამ ოფიციალურად აღიარებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას და სუნიტურ აღმსარებლობას. რელიგიური კონფესიები უნდა დარეგისტრირდნენ სამთავრობო ორგანოებში და ინდივიდუალურ ტაძრებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 500 წევრი რეგისტრაციისთვის. მკაცრი ზომები ტარდება რელიგიური სექტების მიმართ, რომლებსაც არ შეუძლიად ოფიციალურად დაამყარონ ურთიერთობები მთავრობასთან მათი აღირებისთვის, განსაკუთრებული ზომები ტარდება ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, მეშვიდე დღის ადვენტისტების, იეჰოვას მოწმეების და ბაჰაიზმის მიმდევრების მიმართ. ზოგიერთი უცხოური ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების მთკიცებულებით, ამ რელიგიური მიმართულების წევრების მიმართ, განხორციელდა ძალადობის ან/და წამების პრაქტიკა.

კორუფცია აგრძელებს თავის გავრცელებას. ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტის ხელში; სასამართლო შტო ემორჩილება რეჟიმს, ყველა მოსამართლე ინიშნება ხუთი წლის ვადით პრეზიდენტის მიერ, საკანონმდებლო მიმოხილვის გარეშე. ცოტა რამ გაკეთდა დამნაშავე კორუმპირებული ჩინოვნიკების დასასჯელად.

1996 წლის 11 იანვარს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა და მხარი დაუჭირა თურქმენეთის „მუდმივი ნეიტრალიტეტი“-ს სტატუსს.

2008 წლის ახალი კონსტიტუცია

რედაქტირება

2008 წლის სექტემბერში სახალხო საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია ახალი კონსტიტუციის მიღების თაობაზე. ახალი კოსტიტუციის მიხედვით გაუქმდა სახალხო საბჭო და მნიშვნელოვანად გაიზარდა პარლამენტის წევრების რაოდენობა 2008 წლის დეკემბერში, ახალი კონსტიტუცია ასევე საშუალებას აძლევს რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ფორმირებას. პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ „თურქმენეთის ახალი კონსტიტუცია შეესაბამება ყველა საერთაშორისო და დემოკრატიულ ნორმებს“.[6]

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

რედაქტირება

ფორმალურად, კონსტიტუციის თანახმად, თურქმენეთის მოქალაქეს უფლება აქვს, შექმნას პოლიტიკური პარტია და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება, მოქმედი კონსტიტუციის და კანონების ფარგლებში და საზოგადოებრივი გაერთიანებების და ჯგუფების წევრებს უფლება აქვთ წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები საარჩევნო კანონის შესაბამისად.

მინისტრთა კაბინეტის მოქმედი წევრები

რედაქტირება

2015 წლის მარტის მონაცემებით მინისტრთა კაბინეტის წევრებია:

სამსახური მოქმედი -დან
პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 2007
საგარეო საქმეთა მინისტრი რაშით მერედოვი 2007
სოფლის მეურნეობის და წყლის რესურსების მინისტრი ანაგელდი იაზმურადოვი 2012
ინფრასტრუქტურის მინისტრი სამუჰამეთ დურდულიევი 2013
ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ანამუჰამეთ გოჯუევი 2011
განათლების, ჯანმთელობის და ტურიზმის მინისტრი საფარდურდი ტოილუევი 2011
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი სატლუკ სატლუკოვი 2013
ინდუსტრიის და ტექსტილის მინისტრი ბაბანიაზ იტალმაზოვი 2013
მედიის და კულტურის მინისტრი ბაგულ ნურმურადოვა 2012
ნავთობის და გაზის მინისტრი ბაიმურათ ჰოჯამუჰამედოვი 2009
ვაჭრობის მინისტრი პალვან ტაგანოვი 2013

პრეზიდენტი

რედაქტირება

თურქმენეთის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე არის ეროვნული დამოუკიდებლობის, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის სტატუსის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციის პატივისცემის და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გარანტი. იგი ასრულებს უმაღლეს სახელმწიფო მოქმედებებს ქვეყანაში, პარლამენტთან და მინისტრთა კაბინეტთან ერთად.[7]

თურქმენეთის პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით. საპრეზიდენტო ვადის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

თუ პრეზიდენტი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით თურქმენეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს. პრეზიდენტის არჩევნები ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს არა უგვიანეს 60 დღის ვადაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს გადაცემიდან.

თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა 1990 წლის 27 ოქტომბერს.

  1. "Turkmenistan takes reformist step", BBC, 26 September 2008
  2. "Turkmenistan publishes names of candidates"
  3. Moring, Kirsikka (2008-02-29). „The deadly watchful eye of Turkmenistan's holy book“. Helsingin Sanomat (INternational Edition - Foreign ed.). Helsinki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-09. ციტირების თარიღი: 2014-04-29. ციტატა: „Companies are required to collaborate in the personality cult. This is why Ruhnama, "The Book of Souls" written by the now dead dictator Sarparmurat Nijazov, has to be translated into the language of the company's country of origin as a way of closing a deal. [...] The book praising the dictator has been translated into 41 different languages.“
  4. http://www.tagesspiegel-berlin.de/weltspiegel/nachrichten/personenkult/71702.asp
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 2016-04-05.
  6. "Eye on Image, Turkmenistan Overhauls Laws". Reuters. The New York Times. 26 September 2008.
  7. „Конституция Туркменистана“. Turkmenistan.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2016-04-07.ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2012