თურქეთის ერთპარტიული პერიოდი

თურქეთის რესპუბლიკის ერთპარტიული პერიოდი 1923 წელს, ქვეყნის ოფიციალურად დაფუძნებიდან დაიწყო. თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია (სრპ) ერთადერთი პარტია იყო 1923-1945 წლებში, როდესაც შეიქმნა ეროვნული განვითარების პარტია. 1946 წელს პირველი მრავალპარტიული არჩევნების მოგების შემდეგ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 1950 წლის არჩევნებში დემოკრატიულ პარტიასთან მიმართებით, უმრავლესობა დაკარგა. ერთპარტიული პერიოდის განმავლობაში, პრეზიდენტი ქემალ ათათურქი არაერთხელ მოითხოვა ოპოზიციური პარტიების შექმნა სახალხო რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ, მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით.[1] 1930 წელს ჩამოყალიბდა ლიბერალური რესპუბლიკური პარტია, მაგრამ მალევე მისი დამფუძნებლის მიერ დაიშალა.[2] 1924 წელს, მუსა ქიაზიმ ყარაბექირის მიერ დაარსდა პროგრესული რესპუბლიკური პარტია, მაგრამ აიკრძალა 1925 წელს, როდესაც პარტიის წევრები დაადანაშაულეს შეიხ საიდის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ათათურქის მცდელობის მიუხედავად, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მრავალპარტიული სისტემის ვერ შექმნა[1] და მხოლოდ 1938 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ დამყარდა.

1925-1938: ქემალ ათათურქის პრეზიდენტობა

რედაქტირება

თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებით დაიწყო ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობა. დასავლეთის ქვეყნების, როგორიცაა საფრანგეთი, შვედეთი, იტალია და შვეიცარიის ინსტიტუტები და კონსტიტუციები გააანალიზეს და მოახდინეს ადაპტაცია თურქული ერის საჭიროებების და მახასიათებლების მიხედვით. საზოგადოების მწირი ცნობის გამო, რომელიც მუსტაფა ქემალის (მოგვიანებით ათათურქის) განზრახვის შესახებ არ იცოდა, საზოგადოებას გაუხარდა: „ჩვენ ვბრუნდებით პირველი ხალიფების მმართველობაში“.[3] თავისი რეფორმების გასატარებლად, მუსტაფა ქემალმა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოზიციებზე დანიშნა ფევზი ჩაქმაქი, ქიაზიმ იოზალფი და ისმეთ ინენიუ. მუსტაფა ქემალმა გამოიყენა თავისი რეპუტაცია, როგორც ეფექტური სამხედრო ლიდერის და გაატარა შემდეგი წლები, 1938 წლამდე მისი გარდაცვალებამდე, ფართო და პროგრესული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში. ამით მან თურქული საზოგადოება მუსლიმურ-იმპერიული სუბიექტიდან შეცვალა თანამედროვე, დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს მოქალაქეებად.

ფეთჰი ოქიარის მიერ, ლიბერალ რესპუბლიკელთა პარტიის შექმნის შემდეგ, რელიგიური ჯგუფები შეუერთდნენ ლიბერალებს, შესაბამისად, ფართოდ გავრცელდა სისხლიანი გარჩევები, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. 1930 წლის 17 ნოემბერს, ლიბერალურ რესპუბლიკური პარტია დაიშალა და მრავალპარტიული დემოკრატიის დამყარების შემდგომი მცდელობა 1945 წლამდე არ ყოფილა.

1938–1950: ინენიუს პრეზიდენტობა

რედაქტირება

ათათურქის მემკვიდრე მისი გარდაცვალების შემდეგ, 1938 წლის 10 ნოემბერს ისმეთ ინენიუ გახდა. ინენიუს პრეზიდენტობის პერიოდში ორი ძალა დომინირებდა. ერთ ჯგუფს სურდა გაეზარდა კონტროლი სახელმწიფო ფუნქციებზე, ხოლო მეორე ჯგუფს სურდა დებატები შიდა და საგარეო საკითხებში. ინენიუს მთავარ მემკვიდრეობა იყო ის მეთოდი, რომელიც მან დატოვა თურქეთში, რათა ამ ძალების დაბალანსება მოეხდინა.

ინენიუს არ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, რომ გაეუმჯობესებინა ეს ძალები, რადგან მეორე მსოფლიო ომის დრო უახლოვდებოდა. ინენიუ მხარს უჭერდა იმ ჯგუფს, რომელსაც სახელმწიფო ფუნქციების უფრო მეტი კონტროლი სურდა. მის ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მიწის მესაკუთრეთა და ელიტის დიდი ჯგუფი.

ინენიუს პოლიტიკას არ მოუხდენია გამოხატვის სრული ჩახშობა ან სრულად წარმომადგენლობითი დემოკრატიის კურსის დამკვიდრება: მან პირადად ცდილობდა სისტემა მრავალპარტიულ პოლიტიკაზე მოეწყო.

  1. 1.0 1.1 Salomon Ruysdael (2002). New Trends in Turkish Foreign Affairs: Bridges and Boundaries. iUniverse, გვ. 214. ISBN 978-1-4759-1899-1. 
  2. Emin Fuat Keyman (2007). Remaking Turkey: Globalization, Alternative Modernities, and Democracy. Lexington Books, გვ. 97. ISBN 978-0-7391-1815-3. 
  3. Mango, Atatürk, 394