თორქი ( ოღუზები, უზები) - ერთ-ერთი თურქული ტომი, რომელიც X-XIII საუკუნეებში შავი ზღვის სტეპებში მომთაბარეობდნენ . 985 წელს დაქირავებულმა თორქებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის მთავარ ვლადიმერ სვიატოსლოვის ძის მიერ მოწყობილ ლაშქრობაში ბულგარებისა და ხაზარების წინააღმდეგ.

თორქები XI საუკუნეში, ცხოვრობდნენ პაჭანიკებსა და პოლოვცებს შორის.

XI საუკუნის დასაწყისში პოლოვცებისაგან შევიწროებული თორქები მდინარე დნეპრისაკენ დაიძრნენ, სადაც ისინი შეეჯახნენ რუსეთის ხელისუფლებას : 1055 წელს მთავარმა ვსევოლოდმა გაილაშქრა მათ წინააღმდეგ, რათა დაეცვა პერეიასლავის მიწა. 1060 წელს მათ წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყეს მთავარებმა იზიასლავმა, სვიატოსლავმა, ვსევოლოდმა და ვსესლავმა. ანალების თანახმად, ლაშქრობები დამთავრდა იმით, რომ შეშინებული თორქები გადაიხვეწნენ. დევნისას მათი ნაწილი დაიღუპა სიცივისაგან, ნაწილი შიმშილისაგან და ნაწილი ზღვამ შთანთქა.

XII საუკუნეში თორქები კვლავ ჩნდებიან მდინარე დონის მიდამოებში. 1116 თორქები და პაჭანიკები ორი დღის მანძილზე ებრძოდნენ რუსეთის მთავარ ვლადიმირ მონომახს. 1121 წელს ვლადიმირმა გაათავისუფლა რუსეთი ბერენდეს ტომებისაგან, ხოლო თორქები და პაჭანიკები თავისით გაიქცნენ.

XI საუკუნეში თორქების ნაწილმა დაიკავა ტერიტორია მდინარე როსის გასწვრივ და დაემორჩილნენ ადგილობრივ მთავრებს. ამ ნახევრადმომთაბარე თორქების ცენტრი იყო ქალაქი ტორჩეკი . მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დასახლდა თორქების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებმაც აღიარეს პერეიასლავის მთავრის უზენაესობა. XII ს. ცნობების თანახმად, ამ თორქებმა დაიკავეს ადგილები ქალაქ ბარიშევკას მახლობლად. თორქების ნაწილმა გადაკვეთა დუნაი და მიიღო ბიზანტიის ქვეშევრდომობა.

თორქები, რომლებიც დასახლდნენ პოროსიესა და პერეიასლავის სამთავროს მიწებზე და შეერწყნენ თურქულ ტომებს. 1240 წელს მონღოლთა შეჭრისას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც ბათო ყაენის ლაშქრობებად მოიხსენება, რუსული სამთავროები განადგურდა. მრავალი თორქი, თათარ-მონღოლებმა გადაასახლეს ვოლგაზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი ასიმილირდა ადგილობრივ სლავურ მოსახლეობასთან.

თორქებმა ტოპონიმიკაში გარკვეული კვალი დატოვეს. მაგ: თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე : მდინარეები ტორეცი და ტორჩი. ქალაქები ტორჩესკი და ტორეცკი, სოფლები - ტორეცი, ტორკი, ტორკოვი, ტორეცკოე, ტორჩინი, ტორჩიცა .

მმართველები

რედაქტირება
  • კუნ-ტუგდი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мавродина Р. М. Киевская Русь и кочевники (печенеги, торки, половцы): Историографический очерк / Отв. ред. В. М. Панеях. Ленингр. отд-ние Института истории СССР АН СССР.. — Л.: Наука, Ленингр. отд-ние, 1983. — 88 с. — 12 500 экз. (обл.)
  • Барсов Н. П. Очерки русской исторической географии. География начальной (Несторовой) летописи. — 2-е изд. — Варшава: Тип. К. Ковалевского, 1885. — 371 с.
  • Голубовский П. В. Печенеги, торки и половцы до нашествия татар (История южно-русских степей IX—XIII вв.). — К.: Университ. тип. И. И. Завадского, 1884. — 257 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Торки // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.