თორტიზა
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
თორტიზა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება გვირგვინას ქედზე, მდინარეების ძამისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1996 მ. აგებულია პალეოცენ-ეოცენური კირქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ხევებით დასერილი ციცაბო კალთა ქვევით შემოსილია წიფლის, ხოლო ზევით — წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით. მწვერვალზე მეორეული მდელოა.
თორტიზა | |
---|---|
თორტიზა, ხედი სოფ. მზეთამზიდან | |
კოორდინატები: 41°50′06″ ჩ. გ. 43°28′34″ ა. გ. / 41.83500° ჩ. გ. 43.47611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1996 მ |
ქედი | გვირგვინას ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა, თიხა და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 96.