თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 12 თებერვალი, 1992) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

თორნიკე ოქრიაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თორნიკე ოქრიაშვილი
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 1992 (1992-02-12) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
რუსთავი, საქართველო
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2007–2008 ოლიმპი რუსთავი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2010 გაგრა 7 (1)
2010   შახტარი 13 (3)
2011–2014 შახტარი დონეცკი 0 (0)
2011–2014   ილიჩევეცი 48 (4)
2014   ჩერნომორეცი 10 (3)
2014–2016 გენკი 34 (2)
2016   ესქიშეჰირსფორი 12 (2)
2016–2018 კრასნოდარი 20 (3)
2019–2021 ანორთოსისი 34 (12)
2021–2022 აპოელი 23 (3)
2023 გაგრა 3 (0)
2024 დინამო თბილისი 8 (0)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 საქართველო 19-წლ. 3 (1)
2009–2012 საქართველო 21-წლ. 11 (1)
2010– საქართველო 50 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აგვისტო, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 15 ნოემბერი, 2021

ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“. შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში.

2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდური, თურქული და გერმანული კლუბი.

2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით[1]. კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო.

2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო „შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო.[2]

უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში[3].

2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა ესქიშეჰირის საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.

„კრასნოდარში“ გატარებული ორი წლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ და თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ქართველს ჯვარედინი მყესების ტრავმა ორჯერ ჰქონდა, რის გამოც მან რუსული კლუბის მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. ამ ხნის განმავლობაში, ოქრიაშვილმა „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს თავი „ზენიტისა“ და „სევილიას“ კარში გატანილი „მაკრატელებით“ დაამახსოვრა.

სანაკრებო

რედაქტირება

2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.

2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთან სტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში.[4] იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად.

2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 15 ნოემბერი, 2021
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
 
საქართველო
2010 1 0
2012 6 1
2013 4 0
2014 7 3
2015 8 1
2016 8 3
2018 2 1
2019 4 0
2020 5 3
2021 5 1
ჯამში 50 13

მიღწევები

რედაქტირება
  ანორთოსისი
  • კვიპროსის თასი: 2020–21
  დინამო თბილისი

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · EU-Football.info · FBref.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
  1. «Шахтёр» взял грузинского «технаря». Официальный сайт ФК «Шахтёр». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  2. Трансферы клуба. Официальный сайт ФК «Шахтёр». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  3. «Ильичёвец» феерит в Запорожье. Football.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-29. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  4. Протокол матча. soccerway.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-22. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  5. Iberia 1999 0–2 Dinamo Tbilisi / Super Cup. soccerway