აპოელი (საფეხბურთო კლუბი)
აპოელი (ბერძ. ΑΠΟΕΛ, Aθλητικός Ποδοσφαιρικός Όμιλος Eλλήνων Λευκωσίας) — კვიპროსული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ნიქოზიიდან. დაარსდა 1926 წელს. აპოელი არის კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. მას მოგებული აქვს კვიპროსის პირველი დივიზიონი (29-ჯერ), კვიპროსის თასი (21-ჯერ) და კვიპროსის სუპერ თასი (13-ჯერ).[2]
სრული სახელი | Aθλητικός Ποδοσφαιρικός Όμιλος Eλλήνων Λευκωσίας | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | Θρύλος (ლეგენდა) | ||
დაარსდა | 8 ნოემბერი, 1926 | ||
სტადიონი |
გსპ სტადიონი, ნიქოზია (ტევადობა: 22 859 [1]) | ||
პრეზიდენტი | კრისტოფორო პოტამიტისი | ||
მწვრთნელი | იორგოს დონისი | ||
კაპიტანი | ნეკტარიოს ალექსანდრუ | ||
ლიგა | კვიპროსის პირველი დივიზიონი | ||
2023-24 | ჩემპიონი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
1948 წელს საბერძნეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით გუნდში აზრი ორად გაიყო. კომუნიზმის მოწინააღმდეგეები კლუბს გამოეყვნენ და თავიანთი გუნდი, „ომონია“ ჩამოაყალიბეს. ამის შემდეგ „აპოელსა“ და „ომონიას“ შორის განსაკუთრებული მეტოქეობა და კონკურენციაა.
ჩემპიონთა ლიგაზე „აპოელმა“ საუკეთესო შედეგს 2011-2012 წლების სეზონში მიაღწია. იმ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „აპოელს“ თამაში „შახტართან“, „პორტოსთან“ და „ზენიტთან“ მოუწია. მოულოდნელად კვიპროსულმა გუნდმა 9 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საბოლოო ჯამში „აპოელი“ მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 8:2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ბერძნული), (ინგლისური)
- APOEL Athletic Football Club official website დაარქივებული 2022-06-01 საიტზე Wayback Machine. (ბერძნული)
- APOEL Ultras official website დაარქივებული 2013-10-28 საიტზე Wayback Machine. (ბერძნული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NEO GSP.
- ↑ Trophies. APOEL FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2014.