თეოფილუ ბრაგა
თეოფილუ ბრაგა (პორტ. Joaquim Teófilo Fernandes Braga; დ. 24 თებერვალი, 1843, პონტა-დელგადა აზორის კუნძულები — გ. 28 იანვარი, 1924, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიელი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე. პორტუგალიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაური (1910–1911) და პრეზიდენტი (1915 წ.)
თეოფილუ ბრაგა | |
პორტუგალიის დროებითი მთავრობის მეთაური | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ოქტომბერი 1910 – 24 აგვისტო 1911 | |
წინამორბედი | მანუელ II (მეფე) |
მემკვიდრე | მანუელ ჟოზე დე არიაგა (პრეზიდენტი) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მაისი, 1915 – 5 აგვისტო, 1915 | |
წინამორბედი | მანუელ ჟოზე დე არიაგა |
მემკვიდრე | ბერნარდინუ მაშადუ |
დაბადებული | 24 თებერვალი, 1843 პონტა-დელგადა აზორის კუნძულები |
გარდაცვლილი | 28 იანვარი, 1924 ლისაბონი, პორტუგალია |
პოლიტიკური პარტია | პრპ და სდპ |
მეუღლე | მარია დუ კარმუ შავიერი |
იურიდიული განათლება მიიღო კოიმბრის უნივერსიტეტში. 1872 წელს გადავიდა ლისაბონში, სადაც დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. გამოსცა, როგორც ლექსების კრებული, ასევე ეთნოგრაფიული და ფილოსოფიური ნაშრომები.
1878 წელს აირჩიეს პორტუგალიის პარლამენტის წევრად, სადაც შეუერთდა რესპუბლიკელ-ფედერალისტებს. გაწევრიანდა პორტუგალიის რესპუბლიკური პარტიაში. 1910 წლის გადატრიალების შედეგად, დაამხო მონარქია და სათავეში ჩაუდგა დროებით მთავრობას. 24 აგვისტოს მოოიხსნა პრეზიდენტის ფუნქციები, ხოლო 3 სექტემბერს დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც. თუმცა მანუელ ჟოზე დე არიაგას გადაგომის შემდეგ 1915 წელს აირჩიეს დროებით პრეზიდენტად მისი უფებამოსილების ვადის გასვლამდე. გარდაიცვალა 1924 წელს, დაკრძალულია ჟერონიმუშის მონასტერში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება