თენგიზ ზაალიშვილი (მომღერალი)

ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ სოლისტი

თენგიზ ზაალიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1928) — ქართველი საოპერო მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), საქართველოს ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი.

თენგიზ ზაალიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1928 (1928-09-22) (96 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1957 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1958 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ალფრედი ჯ. ვერდის „ტრავიატა“, ლირიული ტენორი). აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში. იყო ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ სოლისტი. ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები. 1988 წელს დატოვა სცენა. ეწევა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1985 წელს ზაალიშვილი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად აირჩიეს ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ. 2019 წლის 23 იანვარს ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გაიხსნა თენგიზ ზაალიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 104 – თბ., 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. #2. გვ 46