თენგიზ ზაალიშვილი

ქართველი ბიოლოგი და მეცნიერი.

თენგიზ მალხაზის ძე ზაალიშვილი (დ. 18 ივნისი, 1949, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი.

თენგიზ ზაალიშვილი
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1949(1949-06-18) (75 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბიოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1971-1974 წლებში ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1974-1985 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985-1986 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986-2000 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე. 2000-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ფუნქციური გენომიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „АДР-რიბოზილირება ვირთაგვის ტვინის ბირთვებში“, დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ვირთაგვის თავის ტვინის უჯრედების АДР-რიბოზილ ტრანსფერაზა: თვისებები და ბიოლოგიური როლი“, დაიცვა 1992 წელს.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება