თენგიზ გორდეზიანი
თენგიზ გოდერზიანი (დ. 8 იანვარი, 1959) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1996 წლიდან საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
თენგიზ გორდეზიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1959 |
დაბ. ადგილი | სოფელი ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | ლექტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათენგიზ გორდეზიანი დაიბადა ამბროლაურის რაონში, სოფელ ჟოშხაში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფია-გეოლოგიის მიმართულებით. პარალელურად 1983 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმიური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში 1922 წლამდე, ჯერ როგორც ლაბორანტი, შემგომში როგორც უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამავე პერიოდში 1983-1992 წლებში კომპლექსურ-გეოგრაფიულ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ექსპედიცია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ყირიმის, ლადოგის ტბის შემოგარენს, ხიბინების მთებს, კარელიას, მოსკოვის ოლქს, პამირის მთებს, ქოფეთდაღს, ჯუნგარის ალათაუს, იაკუტიას, კამჩატკას, შორეულ აღმოსავლეთს, ტუვას, ბაიკალისპირეთს, პირენეებს, მაგადანის ოლქსა და ჩუკოტკას.
თენგიზ გორდეზიანს გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო და 20-მდე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი. 1993 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე და კითხულობს ლექციებს კარტოგრაფიის, რუკათმცოდნეობის, თემატური და ატლასური კარტოგრაფიის, ლანდშაფტური კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული კარტოგრაფიის, გარემოს დინამკის კარტოგრაფიული ასპექტებისა და გეოლოგიური კარტოგრაფის შესახებ. ხელმძღვანელობს საველე-სასწავლო პრაქტიკებს ტოპოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობაში. გორდეზიანის სამუშაო საკითხებია: სინთეზის პრობლემა კარტოგრაფიაში, დროის მასშტაბი, კარტოგრაფიული გენერალიზაცია, ქალაქების კომპლექსური კარტოგრაფირება, სპორტის კარტოგრაფირება და ა.შ.
1983 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ კარტოგრაფიულ ფონდს და ამასთანავე არის „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ პასუხისმგებელი მდივანი. ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. თენგიზ გორდეზიანის თაოსნობითა და რედაქტორობით გამოიცა 3 რუკა და 1 რუკა-ბუკლეტი.
თენგიზ გორდეზიანი მრავალი სახელმძღვანელოს ავტორია, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა უნივერსიტეტები სასწავლო კურსში. აღნიშნული სახელმძღვანელოებია: „კარტოგრაფიის კონცეფციები: თეორიული ანალიზი[1], „რუკათმცოდნეობა/ ნაწილი პირველი და მეორე[2], „რუკათმცოდნეობა: კარტოგრაფიის განვითარების ისტორია[3]“.
2020 წლისთვის მონაწილეობა მიიღო ისეთ გახმაურებულ საქმეში, როგორიცაა „კარტოგრაფების საქმე“. მან „დავით გარეჯის საქმეზე“ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოამზადა და განაცხადა, რომ 1200 000 მასშტაბის რუკაზე ზედმიწევნით და სიზუსტის დაცვითაა ასახული რეალობა.
პუბლიკაციები
რედაქტირება- Гордезиани Т.П., Лаошвили З.Д., Донадзе Ц.И., Шарашенидзе М.Д., Толордава Р.Ш. Геоинформационная система епархий Грузии. Материалы Международной конференции «ИнтерКарто/ИнтерГИС 22», геоинформационное обеспечение устойчивого развития территорий в условиях глобальных изменений климата. Протвино, 2016. стр. 420-423.
- Толордава Р.Ш., Гордезиани Т.П., Лаошвили З.Д., Николаишвили Д.А. Особенности картографирования археологических и архитектурных памятников. Материалы Международной научной конференции «ИнтерКарто/ИнтерГИС 21», устойчивого развития территорий: картографо-геоинформационное обеспечение. Краснодар. 2015. стр. 207-213.
- Лаошвили З.Д., Гордезиани Т.П. ,Толордава Р.Ш., Николаишвили Д.А., Шарашенидзе М.Д., Горгодзе Т.З., Беручашвили Н.Н., Джинчарадзе Г.А. Геоинформационное картографирование экологического и устойчивого туризма в Грузии. материалы Международной конференции «InterCarto/InterGIS20», «Устойчивое развитие территорий: картографо-геоинформационное обеспечение», Белгород. 2014. стр. 486-491.
- გორდეზიანი თ. ლანდშაფტური კარტოგრაფიის თეორიული საფუძვლები, გამომც. „გეოიდი 2011“, თბ. 2014 , 164 გვ. ISBN 978-9941-0-6819-2.
- გორდეზიანი თ., მაისურაძე რ., თოლორდავა რ., ხარძიანი თ. მთიანი ლანდშაფტების ეკოლოგიური ღირებულების შეფასების მეთოდიკის ზოგიერთი საკითხი, ჟ.: სოხუმის სახ. უნივერსიტეტის შრომები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სერია, ტ. XII., გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2014. გვ. 140-147.
- თოლორდავა რ., ნიკოლაიშვილი დ., გორდეზიანი თ.დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიული კუთვნილების გეოგრაფიულ–კარტომეტრიული ასპექტები. კრებ.: „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“. საერთ. კონფ. მასალები. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება. თბილისი, გამომც. „გეოიდი 2011“ გვ. 194–206, ISSN 2233-3223
- Maisuradze R., Mamukashvili T., Gordeziani T. Some Questions of the Method of Evaluation of Mountainous Landscape, s Ecological Value, j.: Georgian International Journal of Science and Technology, Volume 5, Number 1/2, USA, 2013. p. 71-77, ISSN 1939-5825,
- გორდეზიანი თ. კარტოგრაფიული კონცეფციები (თეორიული ანალიზი), გამომც. გეოიდი 2011“, თბ. 2012. 192 გვ. ISBN 978-9941-0-4636-0
- Горгодзе Т.З., Гордезиани Т.П., Джинчарадзе Г.А., Мамукашвили Т., Толордава Р. Ш., Шарашенидзе М. Д. Комплексное геоинформационное картографирование городов (на примере г. Кутаиси) «ИНТЕРЭКСПО ГЕО-Сибирь-12». VIII Международный научный конгрес и выставка. Международная научная конференция: геодезия, геоинформаеика, картография, маркшеидерия. Т. 2.Новосибирск, 2012. стр. 125-136.РИНЦ, ISBN 978-5- 87693-512-0
- გორდეზიანი თ., გორგოძე თ, ლაოშვილი ზ., მაისურაძე რ. გეოგრაფიული კარტოგრაფია: სტრუქტურა, კავშირები, ფუნქციები, კრებ.: „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“. საერთ. კონფ. მასალები. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება. თბილისი, 19.XI.2011. გამომც. „გეოიდი 2011“, თბ. 2011. გვ. 179-187, ISSN 2233-3223
- Гордезиани Т., Р. Маисурадзе,Т. Горгодзе, Л. Беручашвили, Д. Липартелиани, Г. Джинчарадзе Методика геоинформационного картографирования устойчивости ландшафтов для целей зонирования лесных участков, ж.: «Кавказский географический журнал», Изд-во «Цодна», Тб. 2010. №11, стр. 5-10, ISSN 1512-3002
- N. Beruchashvili, Т. Gordeziani, N. Jamaspashvili, R. Maglakelidze, D. Nikolaishvili. Critikal territories in a landscape (experience of landcape studies in Georgia), “Landscape analysis for sustainable development” 2007. p. 222-231. ISBN 5-9618-0037-7, www.alexpublishers.ru; http://www.landscape.edu.ru/forum/index.php?action=printpage;topic=16.0[მკვდარი ბმული]
- გორდეზიანი თ., შარაშენიძე მ. რუკის ენის შემეცნებითი ასპექტები სოფლის მეურნეობის კარტოგრაფირების პროცესში, ჟ.: „საქართველოს გეოგრაფია“, გამომც. თსუ, #5, თბ. 2006. გვ. 94-96, ISSN 1512-1267
- Николаишвили Д., Гордезиани Т. Маглакелидзе р. Гумус природно-территорифльного комплекса и состояния его подземной части, журнал, ж.: «Проблемы региональной экологии», изд-во РАН, №4, 2006. стр. 42-46, http//ecoregion.ru/journal.php?num=15