თენგიზ გოგოლაძე

ქართველი მწერალი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაძე.

თანგიზ გიორგის ძე გოგოლაძე (დ. 9 აგვისტო, 1926, ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 19 დეკემბერი, 1996, თბილისი) — ქართველი მწერალი. პირველი მოთხრობა „გარიყულას განთიადი“ გამოაქვეყნა 1949 წელს ცალკე წიგნად. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებულები „კარგი დღე“, „ჩვენს ქუჩაზე“, „მოთხრობები“, „მარადიული წყაროს სიმღერა“; რომანები „ნიაღვარი“, „კაცი კაცითა“, „ჟამი ჩვენი“, წერილები და ნარკვევები, რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები და სხვა. თენგიზ გოგოლაძის თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩინურ, პოლონურ ენებზე.

თენგიზ გოგოლაძე
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1926(1926-08-09)
დაბადების ადგილი ახალქალაქი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 19 დეკემბერი, 1996(1996-12-19) (70 წლის)
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები კულტურის დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურარედაქტირება