თენგიზი
თენგიზი, დენგიზი (ყაზახ. Теңіз) — მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ცელინოგრადის ოლქში. მდებარეობს ყაზახეთის წვრილგორაკების ჩრდილოეთ ნაწილში. განლაგებულია ტექტონიკურ ქვაბულში. ფართობი 1590 კმ². სიგრძე 75, სიგანე 40 კმ, სიღრმე 8 მ-მდე. ნაპირები უმეტესად დაბალი აქვს. აღმოსავლეთ სანაპირო ძლიერ დანაწევრებულია, რომლის გასწვრივ რამდენიმე კუნძულია; ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალმარჩხი ყურეა.
თენგიზი | |
---|---|
კოორდინატები: 50°26′23″ ჩ. გ. 68°54′00″ ა. გ. / 50.43972° ჩ. გ. 68.90000° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 304 მ |
სიგრძე | 74,4 კმ |
სიგანე | 32,2 კმ |
ფართობი | 1590 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 8 მ |
საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. ფსკერი სწორია, თიხოვანი, ზოგან დაფარულია შავი ლამით, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ. ტბის წყალი შეიცავს მირაბილიტს. მარილიანობა 3,12,7 ‰, ყურეში — 18,2 ‰.
იყინება დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია. ერთვის მდინარეები ნურა და ყუნალუთფესი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.