თემურ თოდუა

ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

თემურ თოდუა (დ. 15 ივნისი, 1954, ზუგდიდი — გ. 2014) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

თემურ თოდუა
დაბ. თარიღი 15 ივნისი, 1954(1954-06-15)
დაბ. ადგილი ზუგდიდი, სსრკ
გარდ. თარიღი 2014
საქმიანობა არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტებში. იკვლევდა პონტოს სამეფოსა და კოლხეთის, საქართველო-რომის ურთიერთობათა ასპექტებს, ანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, რუსეთში, ბულგარეთში, პოლონეთში.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი“, დაიცვა 1995 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ანტიკური პოლისი, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 238
  • ძველი კოლხეთი და გარე სამყარო (ძვ.წ. II-ახ.წ. VI სს.) თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2008, გვ. 228
  • რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში = Military-political expansion of Rome in Georgia, თბილისი, 2006, გვ. 191
  • რომაული სამყარო და კოლხეთი, I-IV სს. თბილისი, უნივერსალი, 2003, გვ. 228

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 79.
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012, გვ. 413

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება