ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეიმურაზ ცაბაძე (დ. 14 აგვისტო, 1950, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეიმურაზ ცაბაძე დაიბადა 1950 წლის 14 აგვისტოს ქალაქ თბილისში[1]. მან 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით, ამის შემდეგ 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაგეგმარების ავტომატიზაციის სისტემის სპეციალობით ქალაქ მოსკოვის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-ექსპერიმენტულ ინსტიტუტში და მას 1989 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი,1975-1979 წლებში იყო სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიურ-მათემატიკური გამოკვლევების განყოფილების უფროსი ლაბორანტი, უფროსი სპეციალისტი, რაც შეეხება 1979-1984 წლებს იგი გახლდათ „საქბაგირგზის” სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ ტრანსავტომატიკის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ამის შემდეგ თეიმურაზ ცაბაძე 1984-1986 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის საქსახსპეცტრანსის საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი, მეცნიერების, ახალი ტექნიკის დანერგვისა და ასევე პერსპექტიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი. მისი წარმატება აქ არ მთავრდება: 1986-1988 წლებში იყო - „საქსახსპეცტრანსის” სამეცნერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკის” დაპროექტების ავტომატიზაციის (CAD) სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების უფროსი, ინსტიტუტის CAD სისტემების მთავარი კონსტრუქტორი, ხოლო 1988-1996 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებელთა საკავშირო სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების სამეცნიერო–საინჟინრო ცენტრი „ТЕХМАШСАПР”, დირექტორი ამის შემდეგ 1996 წელს საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაცია, ვიცე-პრეზიდენტი, უკვე 1996-2004 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე გახლდათ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დირექტორი იყო 2004-2007 წლებში. 2007-2009 წლების განმავლობაში შპს სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი „სისტემოტის”, გენერალური დირექტორი იყო, რაც შეეხება 2008-2012 წლებს თეიმურაზ ცაბაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებები, მოწვეული ლექტორი იყო და თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა. 2009-2016 წლებში იმავე უნივერსიტეტში, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი გახდა, ხოლო 2012-2017 წელს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლაში პროფესორი იყო. 2015 წლიდან - ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა, შემდეგ 2016 წლიდან - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იყო, 2008 წლიდან მონაწილეობდა 18 საერთაშორისო კონფერენციასა დამსოფლიო მსოფლიო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ორი სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბილისი, 2016, გვ. 396

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება