თეიმურაზ მამაცაშვილი
თეიმურაზ მამაცაშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1942) — ქართველი დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათეიმურაზ მამაცაშვილი დაიბადა 1942 წლის 10 ნოემბერს, თბილისში. 1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი; 1973 წელს მოსკოვის საკავშირო საგარეო ვაჭრობის აკადემია, საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1965 წლის მაისადან, ამავე წლის ოქტომბრამდე იყო თბილისის ავტომატიზაციის და ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1970 წლებში თბილისის მეტროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1974-1977 წლებში სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის ავსტრალიაში, უფროსი ინჟინერი; 1977-1989 წლებში ლიცენზინტორგის წარმომადგენელი, სსრკ-ს საგარეო ვაჭრობის საკავშირო ორგანიზაცია "ლიცენზინტორგი", ფირმა "ლიცენზმაშის" დირექტორი; 1989-1992წლებში სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა იაპონიაში; 1992-1993 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი; 1995-2004 წლებში საქართველოს მმართველი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში; 1995-2004 წლებში საქართველოს პირველი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, პირველი ელჩი ირლანდიის რესპუბლიკაში, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში; 1997-2004 წლებში იყო დამკვირვებელი ნავთობით დაბინძურების საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე, ზვიად, დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1, თბ. 2021, გვ. 114