თეიმურაზ კვირკველია

თეიმურაზ კვირკველია (დ. 1901 — გ. 1994) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.

თეიმურაზ კვირკველია
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1901
დაბ. ადგილი ჭანიეთი
გარდ. თარიღი 1994
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1901 წელს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში. სწავლობდა ქაქუთის სამრევლო სკოლაში, სადაც დაასრულა სამი კლასი, მაგრამ ხელმოკლეობის გამო ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება. ვარლამ სიმონიშვილმა შეამჩნია მისი ნიჭი და ჩარიცხა სარაიონო ეთნოგრაფიულ გუნდში. კვირკველიამ სიმონიშვილთან შეისწავლა სიმღერის ხელოვნება და 1933 წლიდან თავად იყო ჯერ მშობლიური სოფლის, ხოლო შემდეგ კი გურიანთის სასოფლო გუნდის ხელმძღვანელი.

წლების განმავლობაში კვირკველია ცხოვრობდა ბათუმში, ხელმძღვანელობდა სოფელ ლეღვის, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, აჭარის ეთნოგრაფიულ ანსამბლებს. 1957 წელს მიენიჭა აჭარის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

სიმონიშვილთან ერთად აღადგინა რამდენიმე ძველი, დავიწყებული ხალხური სიმღერა. შექმნა საკუთარი სიმღერები „თვალწარმტაცი გურია“, „ბრწყინავს მაისი“, „დაუვიწყარ მწვერვალებს“, „ოქტომბერი“ და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 222-225, ISBN 978-9941-10-560-9.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება