თეთრობის აღკვეთილი
თეთრობის აღკვეთილი[1] — დაცული ტერიტორია სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ჯავახეთის და თორის გასაყარზე. მოიცავს 3100 ჰა-ს. დაარსდა 1995 წელს ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დასაცავად. გეოგრაფიულად თეთრობის აღკვეთილის ტერიტორია მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ (ღერძულ) ქვეზონებს და ახალციხის, ასპინძა-თბილისის ნაწილებს.[2] გეოლოგიურად თეთრობის აღკვეთილი ძირითადად აგებულია ოლიგოცენ-ნეოგენური დანალექი და ვულკანოგენური დანალექი ფორმაციებით, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ვულკანური კონუსები, ზეწრები და ნაკადები. თეთრობის აღკვეთილის ხეობაში იზრდება ვიწრო ენდემური ჯიშები: კეცხოველის და ჯავახური ფამფარულა, კოზლოვსკის და თეთრობის კრაზანა. ფიჭვნარი მეჩხერია, ხეები 10–15 მ არიან დაცილებული, მათ ვარჯებს კი ბურთის ფორმა აქვს. დაბალი ღვია ქმნის ბუჩქოვან იარუსს. შედარებით შეკრულ ფიჭვნარში მუხა, ცირცელი და უზანი გამოერევა. ღია ადგილები ვაციწვერას სხვადასხვა სახეობას უკავია.[2] აღკვეთილს მართავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.[3]
თეთრობის აღკვეთილი | |
---|---|
მდებარეობა | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახალქალაქი |
კოორდინატები | 41°36′25″ ჩ. გ. 43°24′20″ ა. გ. / 41.60694° ჩ. გ. 43.40556° ა. გ. |
ფართობი | 31 კმ² |
დაარსდა | 1995 წელს |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თეთრობის აღკვეთილი | დაცული ტერიტორიების სააგენტო
- ↑ 2.0 2.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 15–16.
- ↑ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი დაცულ ტერიტორიებში