თეთრთავა იხვი
თეთრთავა იხვი (ლათ. Oxyura leucocephala) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. საშუალო ზომის იხვია. მისი სხეულის სიგრძეა 43-48 სმ, მასა 500-900 გ. მამლის ფრთის სიგრძეა 15,7-17,2 სმ, დედლისა — 14,8-16,7 სმ, ფრთის შლილი 62-70 სმ. მამალს თეთრი თავი აქვს შავი „ქუდით“, ნისკარტი — ცისფერი, ტანზე ყავისფერია, დედალი მამლისაგან ნისკარტის შეფერილობით განსხვავდება. გავრცელების არეალი ძლიერ ფრაგმენტულია; მაროკოდან და ესპანეთიდან მონღოლეთამდე. შეუძლია ყვინთვა 30-40 მ-მდე. სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულია კვერცხის დადების დრო. გაზაფხულზე დებს 4-9 (უმეტესად 5-6) დიდ კვერცხს. მისი სიგრძეა 60-80 მმ, მაქსიმალური დიამეტრი 42-58 მმ, უდიდესი წონა 100 გ (უმეტესად 90). ინკუბაცია 22-26 დღე-ღამეს გრძელდება. იკვებება მოლუსკებით, წყლის მწერებით, მათი ლარვებით, წყლის მცენარეთა ფოთლებითა და თესლით.
თეთრთავა იხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამრი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Oxyura leucocephala (Scopoli, 1769) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 22679814 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Красная книга России М.: АСТ 2001
- Жизнь животных т.6 Птицы М.: Просвещение
- Green A.J. & Hughes B. White-headed Duck Oxyura leucocephala. // BWP Update: he journal of birds of the Western Palearctic, Vol. 3, No. 2. Oxford: Oxford University Press, 2001 — P. 79 — 90
- SCOTT D.A. AND ROSE P.M. (1996) Atlas of Anatidae Populations in Africa and Western Eurasia. Wetlands International Publication No.41, Wetlands International, Wageningen.