თარიგონი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
თარიგონი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების რიცეულისა და თარიგონის (ლაჯანურას მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფ თარიგონის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2577 მ. თარიგონი აგებულია ზედალიასის ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
თარიგონი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′46″ ჩ. გ. 43°03′31″ ა. გ. / 42.67944° ჩ. გ. 43.05861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2577 მ |
ქედი | თარიგონის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 474–475.