თარგი:დღის სტატია:07-11
მათხოჯის ბრძოლა 1789 — ბრძოლა იმერეთის სამეფო ტახტისათვის. 1788 წელს იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ ოდიშზე გაილაშქრა და იქიდან გააძევა გრიგოლ დადიანი, რომელიც ლეჩხუმში გაიქცა. ოდიშის ფეოდალებმა გრიგოლს დაუჭირეს მხარი. მან დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლემ ჯარით გაგზავნა სოლომონ I-ის ძმისწული დავით არჩილის ძე, რომელმაც ლეჩხუმში ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანის და მარიამი. 1789 წლის 11 ივლისს მათხოჯთან ოდიშისა და ქართლის ჯარმა დაამარცხა დავით გიორგის ძის მომხრეები. გამარჯვებულებმა ქუთაისი აიღეს. დავით გიორგის ძემ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთში სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძე გამეფდა.