თარგი:დღის სტატია:02-7
მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1992 – (ევროპის კავშირის შექმნის შესახებ), ხელი მოაწერეს 7 თებერვალს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 13 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდ. ირლანდიის წარმომადგენლებმა.
ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას.