თარგი:დღის მოვლენები:11-20
- 284 : დიოკლეტიანე რომის იმპერატორად აირჩიეს.
- 1700 : ჩრდილოეთის დიდი ომი: შვედეთის მეფე კარლ XII პეტრე დიდის არმიას ამარცხებს ნარვის ბრძოლაში.
- 1910 : მექსიკის რევოლუცია — ფრანსისკო მადერო თავს პრეზიდენტად აცხადებს და ხალხს არსებული მთავრობის გადაგდებას მოუწოდებს.
- 1917 : უკრაინა რესპუბლიკად გამოცხადდა.
- 1945 : ნიურნბერგის პროცესი — ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეში სასამართლო პროცესი დაიწყო 24 ნაცისტი ომის კრიმინალის (სურათზე) წინააღმდეგ.
- 1962 : კუბის კრიზისი — სსრკ-ის კუბიდან ქობინთა დისლოკაციაზე თანხმობის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი კარიბის კუნძულზე სანაოსნო კარანტინს აუქმებს.
- 1985 : Microsoft-ის ვინდოუს 1.0 გამოვიდა.