თარგი:დღის მოვლენები:05-24

სემუელ მორზე
სემუელ მორზე
  • 1218 : მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო.
  • 1626 : პეტერ მინუიტმა ინდიელებისგან მანჰეტენი იყიდა 60 გულდენის ფასად.
  • 1844 : სემუელ მორზემ (სურათზე) პირველი დეპეშა გააგზავნა ვაშინგტონიდან ბალტიმორში, მერილენდი.
  • 1883 : ნიუ-იორკში იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი - ბრუკლინის ხიდი გაიხსნა.
  • 1915 : პირველი მსოფლიო ომი: იტალიამ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა.
  • 1940 : იგორ სიკორსკიმ წარმატებით განახორციელა პირველი ფრენა ერთროტორიანი შვეულმფრენით.
  • 1956 : ევროვიზიის პირველი სიმღერის კონცერტი ჩატარდა ლუგანოში, შვეიცარია.
  • 2000 : ისრაელის ჯარი გამოდის სამხრეთ ლიბანიდან 22-წლიანი ოკუპაციის შემდეგ.