თარგი:დღის მოვლენები:03-16
- 1079 : ირანში ისლამური კალენდარი შემოიღეს.
- 1190 : ჯვაროსნები იწყებენ იორკის ებრაელთა ხოცვას.
- 1521 : ფერდინანდ მაგელანი (სურათზე) ფილიპინებს აღწევს.
- 1935 : ჰიტლერი არღვევს ვერსალის ზავს და შეიარაღებას იწყებს. ვერმახტის შექმნა.
- 1963 : მთა აგუნგის ვულკანი (ბალი) იღვიძებს, რამაც 11.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2001 : ერთადერთი დღე დიდ ბრიტანეთში თვითმკვლელობის გარეშე 1993-2002 წლებში, ჯანდაცვის კვლევის მონაცემებით.
- 2005 : ისრაელი ოფიციალურად გადასცემს იერიქონს პალესტინას.
- 2006 : გაეროს გენერალური ასამბლეა ერთსულოვნად უჭერს მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შექმნას.