თარგის განხილვა:წყარო

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში ხარვეზი

საინტერესოა რომელენოვანი ვიკიპედიის ასლია ეს თარგი? — ჯაბა ლაბაძე () 15:15, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რუსულიც ასეთია და ინგლისურიც--Tornike 15:17, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რუსულში ის უწერია ავტორს ჩაუსვიო? ან ინგლისურში? — ჯაბა ლაბაძე () 15:23, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გადათარგმნეთ თუ შეიძლება, შეიძლება ვცდებოდე:

არ უწერია შეატყობინეთო.--Ouzo განხილვაწვლილი 15:34, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

და რა საჭირო იყო მაშინ აქ? — ჯაბა ლაბაძე () 15:46, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მაგ კითხვაზე გიორგიმ გვიპასუხოს - [1]. R. 16:29, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება - {{subst:წყაროს მითითება|წყარო}} — დაემატა ეს ტექსტი. ახალია რამე? სტატიის ძირითად ავტორებს აქამდეც ატყობინებდნენ. გიორგის უბრალოდ ისე მოუმართავს თარგი, რომ რეალობას შეესაბამებოდეს – ის წერია, რაც სინამდვილეში უკვე დიდი ხზანია ხდება :). ასე რომ აქ რამე განსაკუთრებულ „თვითნებობას“ კი არა, სხვისი ნების (ამოქმედებული ნების) ასახვას უფრო ვხედავ თარგში. — დავით პასუხი 10:17, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მეც ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ნუთუ 2010 წლის 3 სექტემბრის (ანუ ამ ცვლილების თარიღის) მერე დაიწყეს ვიკიპედიელებმა ამ შეტყობინების ჩასმა?—G.G. 10:24, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ოოო, მე მეგონა ახლა გააკეთა ეს ცვლილება გიორგიმ. თარიღისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. და კიდევ ერთი კითხვა: რატომ გახდა ეს თემა ახლა აქტუალური, 5 თვის შემდეგ? რათა ყავახანაში წამოჭრილი თემა გზას ამცდარიყო? :)) (დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში არავის აწუხებს ეს პატარა მინაწერი, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის – ასახავს მხოლოდ იმ ჩვეულებას რაც ვიკიკონტროლიორებს სჩვევიათ). — დავით პასუხი 10:32, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ეგ მეც მაინტერესებს. ახლა ჩავიხედე თარგ {{წყაროს მითითება}}-ს ისტორიაში და აღნიშნულ თარიღამდე მართლაც არ არსებულა იგი. მაგრამ წყარო მიუთითებელი სტატია ხომ წაშლის პოტენციური კანდიდატია, და თუ ფაილების შემთხვევაში ვატყობინებთ ავტორს, რომ ესა და ეს ფაილი შესაძლოა წაიშალოს, რატომ აქ არ უნდა მოხდეს მსგავსი შეტყობინების, თუნდაც {{წყაროს მითითება}}-ს ჩასმა? —G.G. 11:06, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მე როგორც შევამჩნიე, ამ ყველაფერი არევ–დარევის და გიორგის ამ პატარა ჩასწორებაზე გადაკიდების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებლებს აღიზიანებთ ამ შეტყობინების მიღება (რაც სრულიად გასაგებია, შესაძლოა მეც გავღიზიანდე). მაგრამ ამ შეტყობინების მიღებას სხვა თვალით რომ შევხედოთ: მე პირადად იმას უფრო დიდ შეურაცხყოფად მივიღებ, რომ ვინმემ ჩემი დაწერილი სტატია ჩემ გაუფრთხილებლად მონიშნოს უწყაროდ და მერე ჩემ გაუფრხილბლად წაიშალოს. ამიტომაა, რომ ამ შეტყობინების მიღება პირიქით მახარებს. 5 თვის წინანდელ ყოვლად ლოგიკურ ჩასწორებაზე დაწყებული კამათი კი მხოლოდ საბაბია, რომ ვიკიპედიაში წამოჭრილი საკითხი სწორი გზიდან გადახვეულიყო (არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია). — დავით პასუხი 11:16, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

დათო აი კლასიკური მაგალითი იმისა რომ გზას ააცდინო აქ არსებული განხილვა. როდესაც წერ დაემატა ეს ტექსტი. ახალია რამე? ნუთუ ვერ ხვდები (უფრო მგონია გინდა არ მიხვდე), რომ ეს უკვე აბსურდული კითხვაა. ახალია რა იცი? ეს უაზო კიდევ ერთი გიორგის ნამოქმედარზე წამოწყებული აყალმაყალი (აქ ბოტთან დაკავშირებული ამბები გაიხსენეთ).

გიორგი როდესაც მიეთითა გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება - {{subst:წყაროს მითითება|წყარო}} სწორედ მას მერე დაიწყო ამ შეტყობინების ჩასმა მომხმარებლის გვერდებზე. ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. რომ წერ თუ ფაილების შემთხვევაში ვატყობინებთ ავტორს, რომ ესა და ეს ფაილი შესაძლოა წაიშალოს, რატომ აქ არ უნდა მოხდეს მსგავსი შეტყობინების... ...ჩასმა. ვერ ხვდები, რომ იქ ლიცენზიის დარღვევას ეხება საქმე და აქ ეს პრობლემა არ დგას? გარდა ამისა შენ არ ხარ ის კაცი რომ რომ ქადაგებდი ყავახანაში „რადგან მანდ არ არის, არც მეორე თარგში არ გვინდა“ ამ პრინციპით არ ვმოქმედებ,-ო თუ ისე იქცევი, როგორც ერთ ანდაზაშია ასე ჩემო მანასეო ხან ისე და ხან ასეო?

ახლა კონკრეტული წინადადება (რასაც თქვენს კომენტარებში ვერ ვხედავ და პირიქით აბსურდული შეკითხვებით სხვის გაღიზიანების, კამათის გაძლიერებისა და მართლაც „წყლის ამტუტების“ გზით მიდიხართ)

მსგავსად ინგლისური, გერმანული და რუსული ვიკიპედიისა ეს თარგი დარჩეს მაგრამ იმ უაზრო ტექსტის გარეშე. ისევე როგორც ესაა {{უტექსტო}}ს შემთხვევაში. აღნიშნული თარგი (ტექსტის გარეშე) ჩაესვას მასიურად ყველა უწყაროო სტატიას და თითოეულმა მათგანმა თუ გული შეგვტკივა აღნიშნულის მოგვარებაზე ჩავიხედოთ კატეგორია:სტატიები წყაროების გარეშეში. ისევე როგორც ამას ვაკეთებთ ზემოთნახსენებ თარგში. — ჯაბა ლაბაძე () 15:06, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიციტატა
„მსგავსად ინგლისური, გერმანული და რუსული ვიკიპედიისა ეს თარგი დარჩეს ისევე როგორც ესაა {{უტექსტო}}ს შემთხვევაში. აღნიშნული თარგი (ტექსტის გარეშე) ჩაესვას მასიურად ყველა უწყაროო სტატიას აღნიშნულის მოგვარებაზე ჩავიხედოთ კატეგორია:სტატიები წყაროების გარეშეში. ისევე როგორც ამას ვაკეთებთ ზემოთნახსენებ თარგში.“
  • (მომხრე) განსაკუთრებულად გამუქებული სიტყვების. ეს პრობლემა ამით მოგვარდება და შეწყდება ამხელა განხილვები. — GIO---->>13 () 15:14, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
  • (წინააღმდეგი) ორი რამ ვერ გავიგე: 1. რატომაა კონკრეტულად გიორგის ეს ცვლილება კონკრეტულად ამ თარგში უაზრო. 2. რა არის მიზეზი იმისა, რომ ამ თარგს იწუნებთ. გარდა მის განხილვაზე მოცემული წინააღმდეგობრივი შინაარსისა, რომელიც მარტივად გასწორდება. რეალურად ძალიან ეფექტური ბრძოლის საშუალებაა ეს ის თარგი ერთად და აშკარაა რომ ამ თარგის მასიურ ჩასმას სტატიებში წყაროს მასიური მითითებებიც მოჰყვა არაერთი ავტორისგან (მეც ვარ მათ შორის). თუკი გიორგის გაკეთებული ცვლილებისა და იმ თარგის დაწუნების მიზეზი მხოლოდ პირადი შეხედულებებია მომხმარებელზე, ეს საშინელებაა და არ შემიძლია თანახმა ვიყო. თუკი დამისაბუთებთ, რატომაა უაზრობა და არ ვარგა ეს ორი თარგი (თავისი უაზრო შინაარსებით), მაშინ ვიფიქრებ აზრის შეცვლაზე. მხოლოდ, დამისაბუთეთ ცივილურად (და არა ძველი რაღაც–რაღაცების გახსენებითა და მუქი შრიფტით გამოყოფით, რომლებიც არ ვიცი სადაა და აღარც მახსოვს.). — დავით პასუხი 15:21, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

პირადი შეხედულებებია მომხმარებელზე? შენ რა იცი რა პირადი შეხედულებები მაქვს? ან რა შენი საქმეა მე ვისთან რა პირადული ურთიერთობა მექნება? ან აქ რა მოსატანია? აი გზის აცდენას ვინ ლამობს. — ჯაბა ლაბაძე () 15:42, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

  • (წინააღმდეგი) ჯაბას მინდა ვუპასუხო: ლიცენზირებასთან ერთად აუცილებელ პირობად წყაროს მითითებაცაა დასახელებული ფაილების შემთხვევაში. დიახ, მე ის კაცი ვარ, ყავახანაში რომ „ვქადაგებდი“(როგორც ამას თავად ამბობ), „რადგან მანდ არ არის, არც მეორე თარგში არ გვინდა“ ამ პრინციპით არ ვმოქმედებ, და ახლაც არაფერი შეცვლილა, რადგან ვერ ვხედავ სხვაობას ფაილის წაშლასა და სტატიის წაშლას შორის, თუ ორივე მათგანი წყაროს მიუთითებლობის გამო იშლება. მეტი სიცხადისთვის, მომყავს სტანდარტული ტექსტი, დაგზავნილი წაშაშლელად მიჩნეული ფაილის ავტორისადმი:
გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:XXXXXX.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

თქვენ ხედავთ? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონკრეტულ მომხმარებელს არ მოსწონს (ვინც არ უნდა იყოს იგი), მე მხარს ვერ დავუჭერ თარგიდან მსგავსი ტექსტის ამოღებას. პ.ს. დათომ მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, რომელიც შენ ასე აიტაცე, რაც მაფიქრებინებს, რომ სწორედ ასეა საქმე. —G.G. 15:48, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ამ ბოლოს კომენტარის გარეშე ვტოვებ, საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. მინდა გითხრათ რომ განხილვის გვერდზე როგორც გამიგია კენჭისყრა არ ხდება. — ჯაბა ლაბაძე () 15:50, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ მე მაპატიეთ, პირველი მე დავწერე მომხრე. გვეყოს ამხელა არაფრისმომცემი განხილვები. ჯობს ვაკეთოთ საქმე, ამ განხილვებს ჯობია უწყარო სტატიებში ჩავსვათ წყაროები. გთხოვთ. — GIO---->>13 () 15:54, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
რა ჩემი საქმეა? აბა ვისი საქმეა? პირადად რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ აშკარად ვხედავ რომ ეგ შენი ჩემთვის ყოვლად უინტერესო პირადი შეხედულებები ვიკიპედიაში მუშაობაზე ახდენს გავლენას – ეს კი ჩემი, როგორც ვიკიპედიელის საქმეა. თუ შეიძლება მიპასუხე, რატომ არ მოგწონს ეს ორი თარგი (ეს ჩემთვის მართლა გაურკვეველია). — დავით პასუხი 15:57, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ჯერ კიდევ საინტერესოა ვისი ინტერესები ახდენს გავლენას ვიკიპედიის მუშაობაზე. რომელ ორ თარგზე წერ ვერ ვხვდები? მე თარგი წყაროს წინააღმდეგ არ ვარ, დარჩეს მაგრამ იმ ტექსტის გარეშე. აი ეს ტექტი კი იმიტომ არ მომწონს, რომ თვითნებურადაა შემოტანილი ისევე როგორც ამ ისტორიაში დაცული ცვლილებები. — ჯაბა ლაბაძე () 16:22, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

პ. ს. თუ "ყოვლად უინტერესიოა" ორჯერ არ დაინტერესდებოდი მარტო ამ გვერდზე. — ჯაბა ლაბაძე () 16:58, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ყოვლად უინტერესოა ჩემთვის პირადული წარმოდგენები, თუმცა არა ამ წარმოდგენების ასეთი აღმაშფოთებელი შედეგი. მე ვწერ ორ თარგზე: თარგი:წყარო და თარგი:წყაროს მითითება. ეს ორი თარგი ხომ უკვე ხუთი თვეა შეთანხმებულად მუშაობს, შედეგიანად რაც მთავარია. მე ვერ ვხვდები, რატომაა ეს ორი თარგი მიუღებელი (ერთ შემთხვევაში გიორგის ცვლილებით, მეორე შემთხვევაში თვითონ თარგის გამოყენება). იქნებ დამისაბუთოც. ზემოთ კენჭისყრის ჩანასახიც კი გაჩნდა და ვერ მიხსნით, რატომ? და კიდევ, ვერც იმას ვხვდები, რატომაა გიორგის ჩასწორება თვითნებობა? ესეც ამიხსენი. ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც ადამიანი წინასწარ არ ათანხმებს სხვასთან, თვითნებობაა? როცა ალოგიკურია, რატომ უნდა მოჰყვეს ჩემს ქმედებას წინააღმდეგობა, მე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ვმოქმედებ (ისევე როგორც თავად თქვენ). დაასაბუთეთ, კონკრეტულად რა არ მოგწონთ ამ ორი თარგის შეთანხმებულ და შედეგიან მუშაობაში და კი ბატონო, შევხედოთ. საინტერესოა ისიც, რომ თქვენ, თურმე, 2 თებერვალს შენიშნეთ ეს "თავხედობა" – ეს უბრალოდ სასაცილოა. — დავით პასუხი 17:41, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მგონი მეც მიმიძღვის "წვლილი" ამ აურზაურში, რომელიც "წყლის ამტუტების" მიზნით ნამდვილად არ დამიწყია. ამის შემდეგ ასე გავაკეთებ: ვინც მომხრეა, რომ შეტყობინება გაეგზავნოთ წყაროს გარეშე შემომტან რედაქტორებს, მათ გავუგზავნი და ვისაც არ სიამოვნებს, მათი ზედმეტად გაღიზიანების სურვილი არ მაქვს.--Ouzo განხილვაწვლილი 19:41, 4 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ჩემი პოსტი, მე როგორც დავწერე, ისე მინდოდა ალბათ, და არა ასე. სტანდარტულ ტექსტში არცერთი სიტყვა არაა გამუქებული. ბოლო კომენტარზე რომ არ მიპასუხე, თავად მეტყველებს მიზეზზე.—G.G. 06:42, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

შენზეა ნათქვამი დიდი რუსთაველის სიტყვები: „რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონია“-ო. — ჯაბა ლაბაძე () 09:16, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მეც ეს სიტყვები მახსენდება ზოგჯერ, თუმცა არა გიორგიზე :). ჯაბა, როგორც ხედავ ჩვენი კამათი უკვე გასცდა საქმეს – მიზეზი ალბათ მეც ვარ და შენც. ამიტომ, გთხოვ, გაითვალისწინე ერთი ჩვენი კოლეგის აზრი და აიღე ვიკიშვებულება ამ კონკრეტულ თემაზე. დაწყნარდი, დამშვიდდი, გამოყარე ყველაფერი პირადული თავიდან და მერე დაუბრუნდი საკითხს. ჩემი მხრიდან მეც იმავეს გავაკეთებ. — დავით პასუხი 09:29, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
როგორც დათომ თქვა, კამათი უკვე გასცდა კამათის ობიექტს და პირად შეურაცყოფაში გადადის. ამიტომ მეც შეგნებულად შევიკავებ თავს კომენტარისგან ჯაბას ბოლო სიტყვებზე.—G.G. 11:00, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კატეგორია

რედაქტირება

რამე კატეგორია ხომ არ მივაბათ? გიო ოქრო 06:48, 23 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ხარვეზი

რედაქტირება

@გიო ოქრო: შენ მიერ განხორციელებული ცვლილების შემდეგ თარგი არ მუშაობს. იხ. ბაათიზმი. რატომ ?. - OTOGI Messages 12:45, 24 მარტი 2023 (UTC)პასუხი

@Otogi ყველა თარგს ვაწყობ ამბოქსის ინგლისურ კოდზე, შემდეგ განვაახლებ ამბოქსს და გასწორდება. ბევრი აღარ დარჩა შესაცვლელი. გიო ოქრო 12:47, 24 მარტი 2023 (UTC)პასუხი
OK. - OTOGI Messages 12:50, 24 მარტი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „წყარო“-ზე დაბრუნება.